2011/05/30

პრომოთეიზმი 7

 გერმანული ცთუნება და ამერიკული მფარველობა
1939 წლის გeრმანულმა აგრესიამ პოლონეთში “პრომეთეს” დააკარგვინა ძვირფასი მოკავშირე. გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ “პრომეთემ” არსებობა შეწყვიტა როგორც “პოლონურმა გამონაგონმა”. პოლონეთში რა თქმა უნდა სდევნიდნენ საბჭოთა კონტროლის ქვეშ დარჩენილ პრომეთეელებს.

მაგრამ ვითარებას კიდევ ერთხელ შეცვლის 1941 წლის გერმანიის აგრესია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ : თავიდან პრომეთეელებს აწუხებდნენ როგორც საბჭოთა კავშირიდან გამოსულებს, მაგრამ ისინი კვლავ გამოჩნდნენ ნაციონალური პრობლემებით და მის მიერ კონტროლირებადი ეროვნული ერთეულების შექმნით დაინტერესებული გერმანიის პოტენციურ მოკავშირეებად. გერმანულ ტყვეთა ბანაკებში არის მილიონი წარმოშობით უკრაინელი, კავკასიელი, თურქესტანელი ჯარისკაცი. პრომეთეელებს ძალიან აცდუნებს თანამშრომლობა ნაცისტებთან რომელთაც სურთ ამ ძალის გამოყენება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გერმანელი თურქოლოგი გერჰარდ ფონ მენდეს გავლენის ქვეშ მოხვედრილი მუსტაფა ჩოკაი 1941 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ატარებს გერმანიაში საბჭოთა ტყვეების ბანაკების ინსპექციას, მაგრამ ის გარდაიცვალა 1941 წლის დეკემბერში (ჩოკაის ანგარიშების ნახვა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა). მოძრაობის მრავალი თურქულენოვანი ხელმძღვანელი დაბრუნდება ნეიტრალურ თურქეთში. რესულზადემ თავი შეაფარა ბუქარესტს, მაგრამ 1942-1943 წლებში სხვა კავკასიელ ლიდერებთან ერთად ის მაინც ცხოვრობს ბერლინში. ნაცისტები ქმნიან “ლეგიონ თურქესტანს” რომელმაც იომა აღმოსავლეთის ფრონტზე. ბერლინში ჩავიდნენ ყირიმის და დობრუჯის თათრები.
1947 წელს ცივი ომის დროს დაწერილ ანგარიშში პრომეთეული მოძრაობის შესახებ მისი ავტორი რომან სმალ-სტოცკი არაფერს ამბობს კოლაბორაციონიზმის ამ ცდუნებებზე : ის ლაპარაკობს მხოლოდ ნაცისტებისადმი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაბმულ პრომეთეელებზე და ჩუმადაა მეორე მიდგომაზე, რაც შეიძლება აიხსნას იმედების გადაწურვით.
პრომეთეელებმა რამოდენიმეჯერ სცადეს მოძრაობის განახლება ომის შემდეგ, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი ძლიერი იყო როგორც არასდროს და როდესაც ყირიმელების და კავკასიელების 1943-1944 წლების მასობრივმა გადასახლებებმა ყოველგვარი იმედი წაართვეს დაპყრობილ ხალხებს.
« პრომეთეს » ზოგი წევრი 1943 წლის 20 აპრილს ჩავიდა ჰააგის კონგრესზე. მათ მოკავშირეებს ბრალი დასდეს იმაში რომ მათ ომი დაიწყეს « მიიუნხენის პატარა კომპრომისით » და ომი დაამთავრეს « ტოტალური კომპრომისით სტალინის დიქტატურასთან ».
მმიუხედავად ამისა პრომეთეელები მთლიანად ენდობოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ლიგას ამიერიდან ჰქვია “ ატლანტური ქარტიის პრომეთეული ლიგა”. მან მოითხოვა ნაციზმის მოსპობით დაწყებული საქმის გაგრძელება, სთხოვა ამერიკელებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ჩაგრული ხალხების განთავისუფლებისთვის, მოითხოვა რომ საბჭოთა კავშირისთვის აეკრძალათ გაეროში შესვლა და პრომეთეელთა სამსახური შესთავაზა სტალინის აგენტებისთვის ნიღბების ჩამოსაგლეჯად.
ასე მოხდება რომ მოძრაობა სხვა ფორმით გადაიქცევა ცივი ომის იარაღად ამერიკელთა ხელში. 1950 წლის 9 ივლისს მიუნხენში დაარსდა “ საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტი” რომელსაც მხარს უჭერდა ორგანიზაცია სახელად “ბოლშევიკებისაგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი”. ეს ინსტიტუტი ოციოდე წლის განმავლობაში აქვეყნებს მრავალ ჟურნალს. მასთან თანამშრომლობდა მრავალი პრომეთეელი და ზ.ვ. ტოგანის მსგავსი ზოგი თურქი პრესტიჟული ისტორიკოსი.
Lაპარაკია იდეათა ისტორიის ასპექტზე რომელიც ეხება როგორც თურქეთს ისე დანარჩენ თურქულენოვან სამყაროს. ლტოლვილობის ათწლეულების განმავლობაში დამყარებული კავშირების სიმტკიცემ შექმნა ნამდვილი ქსელი რომელიც ნაციონალისტური მიზნებით გამოყენებული იქნება ომის დროს და ომის მომდევნო წლებში. დასაწერია სხვა, მიუნხენის ინსტიტუტიდან ამ ქსელებზე ამერიკული გავლენის ისტორია.
ისტორია, რომლის ესკიზიც ჩვენ მოვხაზეთ, გვიჩვენებს იმას რომ ჩრდილოეთის დიდი სახელმწიფოს პირისპირ მდგომ ამ ეროვნულ მოძრაობებს უჭირდათ ავტონომიის შენარჩუნება : 1921 წლიდან პრომეთეელებს უხდებათ კავშირის დამყარება როგორც ერთმანეთთან ისე გარეშე სახელმწიფოებთან- პოლონეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
დღეს უნდა გავიხსენოთ რომ 1917 წლიდან აზერბაიჯანელებს, ქართველებს, უკრაინელებს, ჩრდილო კავკასიელებს და თურქესტანელებს ერთმანეთთან აკავშირებდა ძლიერი და მჭიდრო პოლიტიკური და პირადი კავშირები. მრავალი პოლიტიკოსი ერთმანეთს 1905 წლიდან იცნობდა. ლტოლვილობამ კიდევ უფრო განამტკიცა ეს კავშირები. ისინი ცდილობდნენ ერთად ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ და ეს საერთო მტერი იყო არა მხოლოდ ბოლშევიზმი არამედ რუსული იმპერიალიზმი საზოგადოდ.
კიდევ უფრო საინტერესოა მათი ბრძოლა ფედერატული იდეალის შესაქმნელად.
ცხადია რომ ამ ადამიანებში იყო უთანხმოებები, მაგრამ მათმა შრომისმოყვარეობამ და იდეალის ძალამ ისინი შეკრა ერთ მთლიან შესანიშნავ გუნდად.
თურქების და არათურქების თანამშრომლობა თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე ნაყოფიერი იყო. თურქულენოვანთა ერთი სამყაროსადმი კუთვნილების ცნობიერება ალბათ გააძლიერა მრავალი პირადი კონტაქტის დამყარებამ.
და, მნიშვნელოვანი რამ : გაძევებული არ ყოფილან სომხები რომელთაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მაშინ როდესაც ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს და თუ თვითონ სომხები არ ამბობდნენ უარს მოძრაობაში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა სომხები მონაწილეობდნენ ხსოვნის მრავალ მანიფესტაციაში და მათი დროებითი არყოფნით შეწუხებული პრომეთეელები მზად იყვნენ მათ მისაღებად ( იხ. გიორგი გვაზავას შესანიშნავი დეკლარაცია წერილში “საბჭოთა უტიფრობა”, “პრომეთე”, ნომერი 54, 1931). // დასკვნა და დასასრული იქნება//.

No comments:

Post a Comment