2011/05/30

პრომოთეიზმი 6

თურქეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები:
 მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მოძრაობისათვის. პრომეთეელთა შორის ფაქტიურად მხოლოდ თურქულენოვან ლტოლვილებს დარჩათ ჯერ კიდევ რაღაც კერა, რაღაც ქვეყანა რომელიც არაა დაპყრობილი წითელი არმიის მიერ რომელიც შეიძლება გადაიქცეს მათთვის ნაცვალ სამშობლოდ (და ძალიან ხშირად ამყვან მშობლიურ ქვეყნად) სადაც ისინი არ იქნებიან მეტისმეტად ამოვარდნილნი კალაპოტიდან. უკრაინელებს, ქართველებს არ აქვთ ეს შანსი. სტამბოლი ამავე დროს ამ წლებში გადაიქცა გამოცემის
ცენტრად და, როგორც უკვე ვნახეთ, საბჭოთა კავშირზე ინფორმაციის გადაცემის ადგილად.
    მნიშვნელოვანია რომ პრომეთეელებს ჰქონდეთ იქ ცხოვრ;ებისა და თავისუფლად გამოთქმის საშუალება, მაგრამ ამას ხშირად აბრკოლებს თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობათა იმპერატივები. ქემალიზმის მიზანია მშვიდობიანი ცხოვრება თავისი დიდ მეზობელთან და მოგუდვა ყველაფერი იმისა რაც შეიძლება წააგავდეს პანთურქიზმს. ასე მოხდა რომ თურქეთი არასოდეს არ დახმარებია პრომეთელეებს, პირიქით, მათ ზოგჯერ აწუხებდნენ კიდეც : 1920 წელს რუსებმა მიაღწიეს იმას რომ თურქეთმა გააძევა რესულზადე; 1927 წელს თურქეთის მთავრობამ დახურა «იენი კავკასია» იმიტომ რომ რაღაც თურქული დელეგაცია უნდა ჩასულიყო საბჭოთა კავშირში ოქტომბრის რევოლუციის წლისთავის აღნიშნვაზე; 1931 წელს დახურეს «ოდლუ იურტ ბილდერიშ», «აზერი- ტურკ», «იენი ტურკესტან». მიუხედავად ამისა თურქეთის მთავრობის მიერ დაკავებული ეს ფრთხილი პოზიცია არ იწვევს კრიტიკას პრომეთეელთა მხრიდან. ამ მოძრაობას ძალიან სჭირდება თურქეთი.
  «პრომეთე» ყურადღებით უწევს ანგარიშს თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს რომლებიც მერყეობენ მეგობრობასა და დაძაბულობას შორის. ჟურნალი მიმართავს ირონიას როდესაც საბჭოთა ოფიციალური ორგანოები გმობენ «ანატოლიური ბურჟუაზიისა და კულაკების მოკავშირე სოციალ-რეფორმიზმს», «ქემალისტურ ტერორს» და სხვ. ეს საბჭოთა ლანძღვა-
-გინება ვერ ახდენს გავლენას პრომეთეელებზე რომლებიც მიჩვეული არიან ოფიციალური პრესის ყურადღებით კითხვას, რომლებიც დახელოვნებული არიან პროპაგანდის ენის ამოკითხვაში. მათ უბრალოდ ეშინიათ იმისა რომ მოსკოვი მოახერხებს თურქეთის ავტორიტეტის შებღალვას თურქულენოვანი ხალხების თვალში იმით რომ დაარწმუნებს მათ ანკარას ექსპანსიონისტური მისწრაფებების არსებობაში.
  ისინი უფრო ღელავენ განმუხტვის პერიოდებში: ცხადია რომ პრომეთეელები დაინტერესებული არიან იმაში რომ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არ დამყარდეს მტკიცე მეგობრობა; მათთვის ეს მეგობრობა ნიშნავს გაძევებათა საფრთხეს, პუბლიკაციების აკრძალვას და, რა თქმა უნდა, მეორე სამშობლოს დაკარგვას. ისინი გამოხატავენ დიდ უნდობლობას, იხსენებენ წარსულს, რუსეთის მუდმივ სწრაფვას სამხრეთისაკენ: «სპარსეთისა და თურქეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება მანამდე სანამ რუსეთს საერთო საზღვრები ექნება ამ ორ სახელმწიფოსთან» (მირი, «ბოლშევიკები და თურქეთი», «პრომეთე» ნომერი 34, 1929 წლის სექტემბერი, გვ. 9-11). მირ იაკუბს მიაჩნია რომ შერიგების ენა უბრალოდ არის საბჭოთა კავშირის სისუსტის ნიშანი. პრომეთეელების აზრით თურქეთის ინტერესი არის დაუმორჩილებლობა პირფერობისადმი და მტკიცე კავშირის დამყარება დასავლეთთან.
  დაძაბულობის პერიოდებში პანთურანიზმი ორივე მხარეს ასრულებს გარკვეულ როლს : როდესაც საბჭოთა კავშირს უნდა თურქულ-საბჭოთა მეგობრობის დაგმობა ის მსოფლიოს აშინებს პანთურანიზმით და როდესაც თურქეთში ისმის რაღაც პანთურანისტული გამოსვლა «პრომეთე» მასში ხედავს საბჭოთა პროპაგანდას (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment