2012/09/26

სახიფათო ქვეყანა: ჟურნალისტობა რუსეთში ძალზე სახიფათო ხელობაა

СЛИШКОМ ДОРОГАЯ ЦЕНА…
ჟურნალისტებისთვის რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქვეყანაა!
ტატიანა ნოვოჟილოვა
მიმდინარე წლის იანვარში, ოსლოში ,,მკვდარი კალმები - ცოცხალი მაგალითები“ სახელწოდების გამოფენაზე რუსეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დღევანდელ მდგომარეობის შესახებ ლექციის წასაკითხად  მიმიწვიეს. ამ გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ  ნორვეგიელი ჟურნალისტი და მწერალი პეტერ ნორმან ვოგი, ნორვეგიის ჟურნალისტთა კავშირი, ჟურნალისტთა პენ-კლუბი, სიტყვის თავისუფლების ფონდი,  რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მხარდაჭერით  ქალაქ ტრომსოს ბიბლიოთეკა.
მთელს პერიმეტრზე განლაგებული იყო ოთხი ათეული სტენდი, სადაც გამოფენილი იყო რუსეთში უკანასკნელ წლებში მოკლული ჟურნალისტების ფოტოსურათები. ცისფერ ფონზე, თეთრ ღრუბლებში, კორუფციისა და უკანონობის მხილების გამო უსასტიკესად სიცოცხლე წართმეული ჩემი კოლეგა ჟურნალისტების სახეები თითქოს იმქვეყნიდან ჩვენ გვიყურებდნენ.“

,,ყოველი ფოტოსურათის ქვეშ სამ ენაზე ტექსტია - ნორვეგიული, ინგლისური და რუსული. 
ანნა პოლიტკოვსკაია - «Новая газета»-ს ჟურნალისტი, მოკლეს საკუთარი სახლის სადარბაზოში; დმიტრი შვეცი - მურმანსკის ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილე, ტელევიზიის სიახლოვეს, დღისით-მზისით ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ; იგორ დომინკოვი - «Новая газета»-ს ჟურნალისტი, მას თავი ჩაუმტვრივეს სახლის სადარბაზოში; ვლადიმერ პრიტჩინი - ბურიატიის ტელეკომპანიის კორესპოდენტი, გარდაიცვალა ცემის გამო; ევგენი გერასიმენკო -  გაზეთ «Саратовский расклад»-ის კორესპოდენტი, რომელიც საკუთარ ბინაში იპოვეს მკვდარი, პლასტიკური პაკეტით თავზე და სხეულზე წამების ნიშნებით; ალექსეი სიდოროვი - გაზეთ  «Тольяттинское обозрение»-ს მთავარი რედაქტორი, გარდაიცვალა ზურგში დანით მიყენებული  ჭრილობებით... ჟურნალისტთა გვამებს პოულობდნენ ტყეში, გზისპირა არხებში, მდინარეებსა და ჭალებში, გარაჟებში, სატვირთო მანქანების მიერ გადათელილ მანქანებში, საკუთარი ბინის ფანჯრებიდან გადმოყრილებს, ცივი და ცეცხლსასროლი ჭრილობებით, წამების კვალით, სკოჩით პირაკრულებს...“