2012/01/29

კავკასიური პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისთვის-1:

მიჯაჭვული
პრომეთე 
http://archivesjournal.ru/?p=163
1920 წლისთვის, დენიკინის არმიის ძირითადი ნაწილების სასტიკად დამარცხების შემდეგ თეთრი არმიის ნაწილთა ნაშთები წავიდნენ ამიერკავკასიაში და ყირიმში.

ყირიმში თეთრი არმიის ნაწილების სარდლობა ჩაიბარა ვრანგელმა. 1920 წლის ნოემბერში ვრანგელის რუსული არმიის ნაშთებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა ასობით ათასი რუსი რომელთა შორის იყვნენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებიც.

მათი უდიდესი ნაწილი არ იღებდა საბჭოთა ხელისუფლების იდეებს ან გაურბოდა ბოლშევიკებს, სხვები გაურბოდნენ არასტაბილურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და ცხოვრების დაბალ დონეს.

თავიდან საქართველოში და აზერბაიჯანში და შემდეგ თურქეთში წავიდნენ მეფის რეჟიმის და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ყოფილი მოხელეები-დროებითი მთავრობის მომხრეები, 1917-1921 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების" ყოფილი მოღვაწეები.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში, თურქეთში, ირანში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში წავიდა "ერთიანი და განუყოფელი" რუსეთის დროშით ნაომარი მრავალი ჩრდილოკავკასიელი ოფიცერი.