2012/01/30

კავკასიური პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისთვის-2:

1943 წლის დასაწყისში დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიის განთავისუფლება ჰიტლერელი ოკუპანტებისგან და მათი თანამზრახველებისგან. ყოფილი გერმანელების ყოფილი თანამზრახველები,მათი ოჯახის წევრებუ და გერმანელების მიერ მოტყუებულები და დაშინებული ადამიანები, მათ შორის 1500 კაცი ყაბარდო-ბალყარეთიდან გერმანული სარდლობის ბრძანებით რკინგზის ეშელონით წაიყვანეს სადგურიდან ნევინომისსკაია სადგურ მელიტოპოლამდე//უკრაინა//. მათ შეუერთდნენ სხვა ჩრდილოკავკასიელი "ლტოლვილები",რომლებიც შეგროვდნენ:ბალყარლებიადგილში ბოლშაია მაიაჩკა, ყარაჩაელები და ოსები-მელიტპოლში,ყაბარდოელები კახოვკაში და ჩერქეზები კახოვკაში და სოფელში ალეშკა.

ჩრდილო კავკასიის კომიტეტის //სკკ// წევრები "ჩრდილოკავკასიელ ლტოლვილთა" ყოფნის ადგილებში ასრულებდნენ გერმანული სადაზვერვო დორგანოების დავალებებს . ამ მიზნით სტავროპოლში მოგზაურობდნენ თეთრი ემიგრანტი ოტპანოვი,დაიდაში//ტუკაევი..,კელეჩ სულტან-გირეი,დადაშქილიანი,ნაკმანოვი პ.,კუნიჟევი და სკკ-ს მოღვაწეები. ოტპანოვი,შახანოვი და ბესოლთი მელიტპოლში; ალბოგაჩი კონსტანცაში//რუმინეთი//,სკკ-ს სხვა წევრები წავიდნენ დასავლეთი ბელორუსიის სლონიმის და ბარანოვიჩის რაიონებში,ჩრდილოეთ იტალიის უდინოს რაიონში