2012/01/29

კავკასიური პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიისთვის-1:

მიჯაჭვული
პრომეთე 
http://archivesjournal.ru/?p=163
1920 წლისთვის, დენიკინის არმიის ძირითადი ნაწილების სასტიკად დამარცხების შემდეგ თეთრი არმიის ნაწილთა ნაშთები წავიდნენ ამიერკავკასიაში და ყირიმში.

ყირიმში თეთრი არმიის ნაწილების სარდლობა ჩაიბარა ვრანგელმა. 1920 წლის ნოემბერში ვრანგელის რუსული არმიის ნაშთებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა ასობით ათასი რუსი რომელთა შორის იყვნენ კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებიც.

მათი უდიდესი ნაწილი არ იღებდა საბჭოთა ხელისუფლების იდეებს ან გაურბოდა ბოლშევიკებს, სხვები გაურბოდნენ არასტაბილურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში და ცხოვრების დაბალ დონეს.

თავიდან საქართველოში და აზერბაიჯანში და შემდეგ თურქეთში წავიდნენ მეფის რეჟიმის და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ყოფილი მოხელეები-დროებითი მთავრობის მომხრეები, 1917-1921 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების" ყოფილი მოღვაწეები.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ ევროპაში, თურქეთში, ირანში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში წავიდა "ერთიანი და განუყოფელი" რუსეთის დროშით ნაომარი მრავალი ჩრდილოკავკასიელი ოფიცერი.
მათ შორის იყვნენ მეფის და თეთრგვარდიელთა მხედართმთავრები-ოსები იაკოვ ხაბაევი და დმიტრი აბაციევი,ლაზარ ბიჩერახოვი და კონსტანტინ აგოევი;ადიღები მუდარ ანზოროვი, ტემბოტ //ფიოდორ// ბეკოვიჩ-ჩერკასკი, სულტან კლიჩ-გირეი და სერგეი ულაგაი; დაღესტნელები მიკაელ ხალილოვი და ხაჯი-მურატ არაცხანი; ინგუში საფარბეკ მალსაგოვი, ყარაჩაელი მურზაკულ კრიმშამხალოვი და ბევრი სხვა, რომლების გავლენას ახდენდნენ ემიგრაციაზე და მოვლენებზე კავკასიაში.
ჩერქეზი სერგეი ულაგაი,
ცოლებით  ენათესავებოდა
ყუბანის კაზაკებს.
 
"სამხედრო ნადავლის" და "რეკვიზიციის " იქით იწყება მორალური დაცემის ბნელი უფსკრული. მოძალადეები და მძარველები მოედვნენ ჩრდილოეთ კავკასიას,მთელ სამხრეთს,სამოქალაქო ომის მთელ რუსულ თეატრს. ძალადობდნენ და ძარცვავდნენ წითლები,თეთრები,მწვანეები,ისინი ახალი ცრემლებით და სისხლით ავსებდნენ ხალხის ტანჯვათა ფიალას და ხალხი ერთმანეთში ურევდა სამხედრო-პოლიტიკური სპექტრის ყველა "ფერს" და მხსნელს ვეღარ ანსხვავებდა მტრისგან...
დაე სიმართლემ გახსნას ჩვენი მყრალი ჭრილობები, არ დააძინოს სვინდისი და გვიბიძგოს ჩვენ მონანიებისკენ,უფრო ღრმა და შინაგან,უფრო სრულ და გულწრფელ გარდაქმნისკენ"-წერდა ა.ი. დენიკინი.

ემიგრანტების დიდ ნაწილს შეადგენდნენ ბოლშევიკების თანმიმდევრული და შეურიგებელი მოწინააღმდეგები... რომელთაც დაკარგეს ყველაფერი, მათ შორის ყველაზე ძვირფასი –-სამშობლო, ახლობლები.

ევროპაში და აზიაში მოხვედრილი რუსი ემიგრანტები მოხვდნენ ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის და თურქეთის დაზვერვათა ყურადღების ცენტრში.

ზოგი სახელმიფოს მთავრობებს ჰქონდათ რუსული კონტრრევოლუციის მეშვეობით საბჭოთა ხელისუფლების მოსპობის იმედი და ისინი მატერიალურად და მორალურად ეხმარებოდნენ ემიგრაციას.

თეთრგვარდიელების თავის ტერიტორიაზე მიმღები საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, პოლონეთი, ფინეთი, ბელგია, რუმინეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ჩეხოსლოვაკია, ბალკანეთის ქვეყნები თავისი ხარჯით ინახავდნენ მათ და ხელს არ უშლიდნენ სხვადასხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის,კავშირის და სამხედრო გაერთიანებების შექმნაში, პირიქით, მათი სპეცსამსახურების მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანებები რომელთა მიზანიც იყო ანტისაბჭოთა საქმიანობა.

ჩეკისტების მიერ 1920-1930-ან წლებში ჩატარებულმა ოპერაციებმა "ტრესტი",
"სინდიკატ-2“, "ტარანტელა" და სხვ. დაადასტურეს თეთრი ემიგრაციის შეურიგებელი მოღვაწეების კავშირი ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, გერმანიის, თურქეთის იაპონიის სპეცსამსახურებთან.

ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის შედეგად სხვადასხვა ანგარიშით რუსეთმა დაკარგა ათ მილიონზე მეტი ადამიანი. საზღვარგარეთ აღმოჩნდა ორ მილიონზე მეტი რუსი.


 "გენერალი პოკროვსკი, ჰქონდა საშინელი რეპუტაცია.... გამოირჩეოდა სისასტიკით, თანამედროვეთა თქმით მის შტაბთან მუდამ იყო ბევრი დახვრეტილი და გაუსამართლებლად,უბრალოდ ბოლშევიკებისადმი სიმპატიაში ეჭვის გამო ჩამოხრჩობილი. მას მიაწერენ ასეთ "ხუმრობებს": "ჩამომხრჩვალის სანახაობა აცოცხლებს ლანდშაფტს", " სახრჩობელას დანახვა აუმჯობესებს მადას"... მას თაყვანს სცემდნენ ჩეჩნები და ინგუშები რომლებიც შეადგენდნენ მის პირად კონვოის.

1922 წლის 3 ნოემბერს პოკროვსკის ორგანიზაციის წევრებმა სოფიაში მოკლეს საბჭოთა ხელისუფლებისთვის გარჯილი კაზაკი მოღვაწე ალექსანდრ აგეევი. ის აგეევი არწმუნებდა კაზაკებს საბჭოთა რუსეთში დაბრუნების შესაძლებლობაში და სასურველობაში. სამაგიეროდ ქალაქ კიუსტენდილში,სადაც იყო პოკროვსკი,ჩავიდნენ ბულგარელი პოლიციელები //არსებობს ვერსია რომ საბჭოთა აგენტებთან ერთად// და სცადეს ამ გენერლის დაპატიმრება. მან სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ მას ხიშტი გაურჭეს რის გამოც ის მალე გარდაიცვალა" //მხეცი ჩეკისტების და არანაკლებ მხეცი თეთრი გენერლების სიამტკბილობაზე ამ ცნობის ნახვა შაიძლება ვიკიპედიაში//.

Юсуфа Намитокова, Айтека Намитока.
Айтек Намиток был министром юстиции в Горском правительстве, много сделал для того, чтобы уберечь черкесов от кровавой бойни в Гражданскую войну, был заочно приговорен к смертной казни правительством Деникина и не вернулся домой после заграничных переговоров, зная, что возвращение на Кавказ означает для него смерть…Его жизнь прошла в Париже и Турции, где он и был похоронен…У моей тети, его родной племянницы Розы Намитоковой-Баговой, есть письмо, полное горечи и тоски по родине: «Я ни за что не променял бы улочки родного Понежукая на шумные улицы Парижа…»
ეს კი არის იუსუფ ნამიტოკოვი ანუ აიტეკ ნამიტოკი, მთის მთავრობის იუსტიციის მინისტრი,მან ბევრი გააკეთა რათა ჩერქეზები გადაერჩინა რუსეთის სამოქალაქო ომის სისხლიან უბედურებაში ჩათრევისგან.დენიკინის მთავრობამ დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა და ის არ დაბრუნებულა სახლში საზღვარგარეთის მოლაპარაკებებიდან ვინაიდან იცოდა რომ მისთვის სახლში დაბრუნება და სიკვდილი ერთი იყო. მისმა სიცოცხლემ გაიარა პარიზში და თურქეთში სადაც ის დაიკრძალა კიდეც....დარჩენილია მის მიერ ნათესავისთვის მიწერილი და ნოსტალგიით სავსე ბარათი: "არაფრით გავცვლიდი მშობლიური პონეჟუკაის ორღობეებს პარიზის ხმაურიან ქუჩებში//"კავკაზსკი უზელის"ცნობიდან//. «Я ни за что не променял бы улочки родного Понежукая на шумные улицы Парижа…» 
იუსუფ ნამიტოკოვი 
ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლების მონაწილეობით 1921 წელს ბულგარეთში შეიქმნა "გენერალ პოკროვსკის ორგანიზაცია"//ოგპ//. ის აერთიანებდა ოფიცრებს რომელთა მიზანიც იყო რუსეთში დესანტების გადასხმა. მისი წარმომადგენელი კონსტანტინრპოლში იყო ჩერქეზი პოლკოვნიკი კუჩუკ ულაგაი // სამოქალაქო ომის დროს ის იყო ჩერქეზ ცხენოსანთა პოლკის მეთაური, ჩრდილო კავკასიაში თეთრგვარდიელების სასტიკად დამარცხების შემდეგ კი მისი თეთრ-მწვანე რაზმი მოქმედებდა წითელთა ზურგში//.

ოგპ- ვერ მოახერხა კავკასიაში დესანტების გადასხმა. მისი ერთ-ერთი მებრძოლი ჯგუფი დაიშალა ჯერ კიდევ თურქეთში ტრაპიზონის რაიონში და მეორე შეიტყუეს მახეში და მოსპეს. ორგანიზაცია ასევე ცდილობდა ემიგრაციაში ვჩკ-გპუ- აგენტურის გამოვლენას და ებრძოდა დაბრუნების მომხრეთა მოძრაობას. 1922 წელს ბულგარელმა ჟანდარმებმა მოკლეს პოკროვსკი და ორგანიზაციამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

921 წელს თურქეთში შეიქმნა "ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა განთავისუფლების ეროვნული კომიტეტი" თუ  "მთიელთა მონარქიული ცენტრი"      //მც//. მისი წევრები იყვნენ მთიელი გენერლები : იაკოვ ხაბაევი //თავმჯდომარე, ოსი//, თავადი ტემბოტ ბეკოვიჩ-ჩერკასკი //მდივანი და "თავმდომარის ამხანაგი", ყაბარდოელი//, ჩერქეზები სერგეი ულაგაი და კელეჩ სულთან-გირეი, დაღესტნელი მიკაელ ხალილოვი და სხვ.

1922 წელს შეიქმნა "აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიი მთიელთა განთავისუფლების კომიტეტი" რომლის ჩრდილოკავკასიური ნაწილი მალე გაიყო ორ ახალ ორგანიზაციად:

  1:"ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა საბჭო" იაკოვ ხაბაევის ხელმძღვანელობით და ტემბოტ ბეკოვიჩ-ჩერკასკის,მიკქელ ხალილოვის,სერგეი ულაგაის,
სულთან  კელეჩ-გირეის და სხვათა მონაწილეობით.

     2. "კავკასიური კომიტეტი" ახმედ ცალიკოვის//ოსი//,პშემახო კოცევის//ყაბარდოელი//და მთის რესპუბლიკის ყოფილ მოღვაწეთა მონაწილეობით.

              
1920-ან წლებში ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნა "კავკასიური საკუნაკო" რომელშიც შევიდნენ ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები. მას ხელმძღვანელობდა საკუნაკოს სტარშინა, დიდი თავადი ნიკოლაი ნიკოლაევიჩის კონვოის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლაი ბიგაევი //ოსი//.

1940 წლის მაისში საფრანგეთის ჰიტლერულ ოკუპაციამდე პარიზში არსებობდა ჩრდილო კავკასიის ცალკეულ წარმომადგენელთა გამაერთიანებელი "თერგის ეროვნული კომიტეტი".

1923 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეიქმნა "კავკასიელ მთიელთა კავშირი ჩეხოსლოვაკიაში" //სგკ//. 1926 წელს ის იქცა "კავკასიის ლაღ //  вольных, თავისუფალ// მთიელთა სახალხო პარტიად".

შემდეგ ის კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის სახელით იქცა მთიელთა ემიგრაციის ნაციონალისტურად განწყობილ წევრთა მთავარ პოლიტიკურ ძალად.

მისი წევრები იყვნენ გენერალური მდივანი საიდ შამილი //ავარელი, იმამ შამილის შვილიშვილი//, მაგომეტ-გირეი სუნშევი //ბალყარელი//, ბახაუდდინ ხურშილოვი //ავარელი//, რეშიდ შემილევი //ჩეჩენი//. 

კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის პარიზულ განყოფილებაში შევიდნენ ოსები
ბარასბი ბაიტუგანი, ადილ-ბეკ კულათი, კაზიხან ბესოლთი, იაიტეკ კუნდუხი, ადიღები-აიტეკ ნამიტოკი, ელმურზა ბეკოვიჩ-ჩერკასკი და სხვ. პარტიის პარიზულ შტაბ-ბინასთან იყო  "საინფორმაციო ბიურო" და გამოდიოდა ჟურნალები "კავკასიის მთიელები"//პარიზი,1929-1934// და "ჩრდილოეთი კავკასია// ვარშავა,1934-1939//.

1920-ანი წლების შუა ხანებში პოლონეთში შეიქმნა "კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი" ქართველების, აზერბაიჯანელების, სომხების და კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის მონაწილეობით.

კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი გამოსცემდა ჟურნალს "პრომეთე"                       //გამოდიოდა პარიზში 1926-1938 წლებში//.

1926-1928 წლებში შეიქმნა კლუბი "პრომეთე",რომელშიც შევიდნენ ჩრდილო კავკასიის, ამიერკავკასიის, დონის,ყუბანის, კარელიის და ვოლგისპირეთის, ყირიმის, თურქესტანის და უკრაინის წარმომადგენლები.

"პრომეთეს"პირველი ხელმძღვანელი გახდა ყაბარდო-ბალყარეთიდან გამოსული ტაუსულტან შაკმანოვი, კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის წარმომადგენელი.

http://www.lebed.com/2003/art3411.htm აი ამ ლინკზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რომ საფრანგეთში არსებობდა მასონური "კავკასიური" ლოჟა "ოქროს საწმისიც" რომელიც ცდილობდა კავკასიელთა გაერთიანებასახალი სახელოსნო //ლოჟა// გაიხსნა 1926 წლის 25 იანვარს და მისი დიდად პატივცემული მაგისტრი გახდა რუსი ძმა  შერემეტევი. მაგრამ მალე რა თქმა უნდა დაიწყო განხეთქილებები და ლოჟა გასკდა ორად.

ერთი ნახევარი იყო "პრომეთე" რომელშიც შედიოდნენ მაჰმადიანი კავკასიელი მთიელები და რამოდენიმე ქართველი. მასში  საწევროებს არავინ იხდიდა და ამიტომ ის არსებობდა ტაპა ჩერმოევის სახსრების წყალობით. მან ცოტა ხანს იარსება და მიაძინეს.
  
მეორე ნახევარში //"იუპიტერი"// შედიოდნენ სომხები და რუსები. ის იქცა მსხვილ-ბურჟუაზიულ ლოჟად რომლის წევრებიც იყვნენ მატერიალურადზრუნველყოფილი პირები. მისი პირველი ხელმძღვანელები იყვნენ ..ლიანოზოვი, ..დავიდოვი და დიდხანს ადმირალი ვერდერევსკი.

მაგრამ აქვე ნახავთ: პარიზში რუსული ლოჟების დაარსებით სასწრაფოდ დაინტერესდა ჩეკა რომელიც თავისი ღია თუ ფარული აგენტებით ყველანაირად ცდილობდა ამ საქმის ჩაშლას-და ვთქვათ სიმართლე- იმ რუსებშიც რომლებიც ეხლახანს იყვნენ ნაზიარები ადგილობრივ ლოჟებში...


1920-ანი წლების ბოლოს შეიქმნა "ჩრდილო-კავკასიური ეროვნული ცენტრი". ის არსებობდა პოლონეთში 1939 წელს გერმანიის მიერ მის ოკუპაციამდე.

1930-ან წლებში შეიქმნა "ჩრდილო-კავკასიის სახალხო პარტია",რომლის ხელმძღვანელიც იყო ოსი ალიხან კანტემიროვი. ის იყო მთავარი რედაქტორი 1934-1939 წლებში პარიზში გამომავალი ჟურნალისა "ჩრდილოეთი კავკასია"
    
კონსტანტინეპოლიდან მოკავშირეების ევაკუაციის შემდეგ რუს ემიგრანტთა უმეტესობა გადავიდა ევროპულ ქვეყნებში. რუსული პოლიტიკური ემიგრაციის საზღვარგარეთის ცენტრები ძალიან გააქტიურდნენ. მრავალ მათგანში მოხდა გადაჯგუფება,ღირებულებათა გადაფასება. შეიცვალა პრიორიტეტები და ორიენტაცია.

ცოტა რამაა ცნობილი ამ ორგანიზაციების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ისინი ალბათ უფრო საქველმოქმედო მიზნებისთვის იყო შექმნილი.

1924 წელს კავკასიის მთიელთა კავშირის კრებაზე პრაღაში გაიმარჯვეს ნაციონალისტურად განწყობილებმა.

1920-ანი წლების მეორე ნახევარში და 1930-ანი წლების პირველ ნახევარში პოლონეთის სპეცსამსახურთა მითითებით "პრომეთემგანაცხადა პრეტენზია ემიგრაციის ეროვნული ცენტრების გაერთიანებაზე და კოორდინაციაზე. "პრომეთეს" კონსოლიდაცია,მისი საქმიანობისთვის საერთაშორისო ხასიათის მინიჭება კარგი იარაღი იქნებოდა რუსეთთან ბრძოლაში.

1936 წელს ვარშავაში შედგა "პრომეთეს" მორიგი კრება რომელზეც შეიცვალა ხელმძღვანელობა. კლუბის თავმჯდომარე გახდა უკრაინელი სმალ-სტოცკი,მოადგილეები გახდნენ ქართველი ნაკაშიძე და აზერბაიჯანელი ვექილოვი. მდივანი იყო ოსი ბილათი,ხაზინადარი-აზერბაიჯანელი აზერ ტეკინი. "პრომეთეს" ცალკეული ია მოღვაწეები,კერძოდ ხელმძღვანელი უკრაინელები და ქართველები სასურველად თვლიდნენ კავშირის დამყარებას ფაშისტურ გერმანიასთან და იტალიასთან. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ყაბარდო-ბალყარელი სუნშევი და შაკმანოვი,რომლებიც მოითხოვდნენ რომ ორიენტაცია შემდეგადაც მხოლოდ პოლონეთზე ყოფილიყო.

ომის შემდეგ კლუბი აგრძელებდა მუშაობას. "პრომეთეს" სათავეში იდგნენ:1948-1949 წლებში პროფ. სმალ-სტოცკი. 1950-1951 წლებში პროფ. ნაკაშიძე. 1951-1952 წლებში-გენერალი შანდრუკი. 1951-1952 წლებში სლოვაკი დოქტორი პავჩო. 1952 წლამდე "პრომეთეს" გენერალური მდივანი იყო ოსი ბალო ბილათი.

1952 წელს "პრომეთეს" მთელი მოღვაწეობა იქნა გადატანილი ამერიკის შეერთებულ შტატებში//ხელმძღვანელთა იქ გადასვლასთან დაკავშირებით.

Тапа (Абдул Меджид)  Арцуевич Чермоев
ჩეჩენი ნავთობმრეწველი 
და  მოღვაწე ტაპა ჩერმოევი
1925 წლის დასაწყისში პოლონელთა ინიციატივით კონსტანტნეპოლში დაარსდა
კონფედერატული კომიტეტი რომელშიც შედიოდნენ კავკასიის რუსეთისგან გამოყოფის და ოთხი დამოუკიდებელი სახელმწიფოს //აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია// გამოცხადების მომხრეები.

1933 წელს ემიგრანტული ჯგუფები ქმნიდნენ " კავკასიის კონფედრაციის საბჭოს" და ამზადებდნენ კავკასიის კონფედრაციის პაქტის ხელის მოწერას....

აზერბაიჯანის,საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ემიგრანტულმა ცენტრებმა 1934 წლის 14 ივლისს ხელი "ბრიუსელის პაქტს", მოაწერეს შთანხმებას კავკასიის კონფედერაციის შესახებ.

სომხებმა თავი შეიკავეს ხელის მოწერისგან, დაშნაკებს უნდოდათ როგორც რუსეთისგან ისე კონფედერაციისგან დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოს შექმნა სხვათა შორის თურქეთის და აზერბაიჯანის///ისევე როგორც საქართველოს// ტერიტორიათა ხარჯზე.

"პაქტში" გამოცხადებული იყო ძირითადი პრინციპები:
               1. კონფედერაცია არის მისი შექმნის შესახებ შეთანხმების ხელისმომწერთა სახელით მოქმედი სრულუფლებიანი ორგანო.
                2.  კონფედერაციის საგარეო პოლიტიკას მისი ყველა წევრის ინტერესების დაცვით განახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილებების მქონე მისი სტრუქტურა.
               3. კონფედრაციის საზღვრების დაცვა ევალება მის შეიარაღებულ ძალებს რომლებიც შედგებიან საერთო სარდლობით მოქმედი ეროვნული ჯარებისგან.
               4. ყველა უთანხმოებას ხელმომწერთა შორის განიხილავს არბიტრაჟი ან კონფედერაციის უმაღლესი სასამართლო. მათი გადაწყვეტილებები ითვლება აუცილებლად.
               5. შეთანხმების მონაწილეთა მიერ შექმნილი ექსპერტთა კომიტეტი იწყებს კონფედერაციის კონსტიტუციის პროექტის მზადებას. პროექტი განსახილავად წარედგინება კონფედერაციის ყრილობას.

პაქტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანისგან . რასულ-ზადემ და .თოფჩიბაშევმასაქართველოსგან .ჟორდანიამ და .ჩხენკელმა, ჩრდილოეთი კავკასიისგან ჩეჩენმა .ჩულიკოვმა და ყაბარდო-ბალყარეთიდან .შაკმანოვმა და .სუნშევმა რომელთაც კავკასიელ ემიგანტებს მოუწოდეს ბოლშევიკურ ოკუპაციასთან გამარჯვებამდე ბრძოლამდე.

გერმანიის საბჭოთა კავშირთან ომის მოახლოებულმა საფრთხემ  რუსული ემიგრაცია დაყო ბანაკებად. შეურიგებელი ემიგრაცია მზად იყო "ეშმაკთან ერთადაც ბრძოლისთვის ბოლშევიკების წინააღმდეგ". მათ სურდათ საბჭოთა კავშირის დამარცხება.

ემიგრანტთა მეორე ნაწილი თვლიდა რომ რუსეთი არის სამშობლო და საჭიროა მისი დაცვა. საბჭოთა რუსეთის დაჯერებული მტერი გენერალი ..დენიკინიც ომის დაწყებისას გამოვიდა გერმანელებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირს...

1930-ანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად ძლიერდება განხეთქილება ჩრდილოკავკასიურ ემიგრაციაშიც,განსაკუთრებით ევროპაში.

ჩრდილოკავკასიურ ემიგრაციაში,ისევე როგორც უკრაინელების,კაზაკების,
თურქესტანელების,აზერბაიჯანელების,სომხების,ქართველების,თათრების ეროვნულ ჯგუფებში განხეთქილება მოხდა რამდენადმე სხვა პრინციპის შესაბამისად.

ეროვნული პოლიტიკური ემიგრანტული ორგანიზაციების უმრავლესობის მონაწილეთათვის მთავარი იყო იდეა რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ეთნიკურ და რეგიონალურ პრონციპებზე აგებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

ემიგრაციის ზოგი წევრი ფიქრობდა რუსეთის //საბჭოთა კავშირის// ბოლშევიკებისგან განთავისუფლებაზე  გერმანელების დახმარებით. მათი აზრით იძულებით მიერთებული ხალხები ყველანაირად დაეხმარებოდნენ მათთვის თავისუფლების და  დამოუკიდებლობის მომტან "განმანთავისუფლებლებს" რომლებიც აღმოსავლეთში მათი განმანთავისუფლებელი მისიის შესრულების დაბრუნდებოდნენ სახლებში.

ადრე არსებული და ახალშექმნილი ემიგრანტული ორგანიზაციების მრავალმა მოღვაწემ დაიწყო თანამშრომლობა ჰიტლერელებთამ იმ იმედით რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და შესაძლებელი გახდებოდა მათი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა

ამასთან მთიელთა ემიგრაციაში იყვნენ საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციები და პიროვნებები რომლებიც ემხრობოდნენ ერთიანი უბოლშევიკო რუსეთის შენარჩუნების იდეას. მათ სძულდათ როგორც ბოლშევიზმი ისე ფაშიზმის ნებისმიერი ფორმა. ამ ჯგუფს შეუერთდა თეთრ არმიებში ნაომარი მრავალი ოფიცერი.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა თანამშრომლობა შესთავაზეს მრავალ ემიგრანტს.

გერმანელების აზრით კავკასიელებს უნდა გამოეწვიათ აჯანყებები კავკასიის დამოუკიდებლობისთვის და ამით გაეწიათ დახმარება გერმანიისთვის.

ამ მიზნით გერმანელებმა 1941 წელს ბერლინში ემიგრანტებისგან შექმნეს "კავკასიის მთავრობა" რომელსაც სათავეში ჩაუყენეს ქართველი მიხეილ კედია. ამ მთავრობაში იყვნენ ეროვნული სექციების წარმომადგენლებიც// ქართულის ხელმძღვანელი იყო ავალიანი,ჩრდილოკავკასიურისა შამილი და ბამატი, აზერბაიჯანულისა მირზა, დატოვებული იყო ადგილი სომხებისთვის//.  გერმანელებმა ყველას სათავეში ჩააყენეს თავისი ხალხი, მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებმა აირჩიეს თავისი ხელმძღვანელი

ბარემაც ცნობა "კავკაზსკი უზელიდანდაშნაკთა გმირი კოლაბორაციონისტი გენერალი დროს შესახებ.

გენერალი დრო 
დრასტამატ მარტიროსოვიჩ კანაიანი ანუ გენერალი დრო დაიბადა 1883 წლის 1მაისს ერივანის  გუბერნიის სურმალის უეზდის .იგდირში. ერივანის რუსული გიმნაზიის 
ეს თვითონ გენერალი
დროა
დამთავრების შემდეგ მან ისწავლა პიატიგორსკის სამხედრო სკოლაში და 190 წელს გახდა სომხური ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე,პარტია
დაშნაკცუტიუნის წევრი.1905 წლის 11 მაისს ბაქოში ის სხვებთან ერთად კლავდა
 გენერალ-გუბერნატორ ნაკაშიძეს რომელსაც სომხები თვლიდნენ სომხურ-თათრული შეჯახებების წამქეზებლად. 1905-1906 წლებში დრო სომხურ თემებს იცავდა აზერბაიჯანელების და თურქების თავდასხმებისგან.
როგორც აქტიური დაშნაკი მონაწილეობას იღებდა სომხური საკითხის
გადასაწყვეტად მოქმედებათა პროგრამის შემუშავებაში.

1907 წლიდან კომერსანტად და პატარ ფირმა "სურენ ეფენდის"მფლობელად
შენიღბული დრო ჩუმად აწვდიდა იარაღა დასავლეთ სომხეთში მოქმეს პარტიზანულ
რაზმებს.

პირველი მსოფლიო ომის დროს .,.კანაიანი მეთაურობდა მეორე სომხურ
მოხალისეთა რაზმს  რუსულ არმიაში კავკასიის ფრონტზე. უმაღლესმა სარდლობამ ის გამოარჩია ვანის ლაშქრობის გამო.

1917 წელს იყო სომხური კორპუსის კომისარი. 1918 წელს საქართველოსთან ომის
დროს იყო . ლორიში სომხური არმიის  დიდი  შენაერთის მეთაური
//..პასუხისმგებელია სომხეთში ჩარჩენილი ლორეს მშვიდობიანი ქართული
მოსახლეობის მოსპობაზეც. სხვათა შორის ოვანეს თუმანიანმა ერევანში
მყოფ თავის შვილებს სწორედ მაგ დროს აუკრძალა საქართველოს წინააღმდეგ
ომში მონაწილეობის მიღება. დაემუქრა შეჩვენებით და იმათაც დაუჯერეს.
ნორმალური სომხებიც არიან,..//.

1918 წლის მაისის ბოლოს უაქტიურეს მონაწილეობას იღებდა ბაშაპარანის ომის დროს თურქეთის არმიის ნაწილების ალყაში მოქცევასა და სასტიკად დამარცხებაში.

1920 წელს გენერალი დრო დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო
 მინისტრად.

სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის დროებით დანიშნეს
საბჭოთა სომხეთის ჯარების სარდლად.

1921 წლის თებერვალში გენერალი დრო მონაწილეობდა აჯანყებაში კომუნისტური
რეჟიმის წინააღმდეგ და აჯანყების ჩახშობის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში,
დამკვიდრდა რუმინეთში.

ემიგრაციაში ..კანაიანი აგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას.

მეორე მსოფლიო ომის წინ ის დაუკავშირდა გერმანიის მმართველ წრეებს.
მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სომხური ლეგიონის ბატალიონების შექმნაში.
ის დაინიშნა სომხური ლეგიონის მეთაურადმიუხედავად იმისა რომ
დაშნაკცუტიუნის ხელმძღვანელობდა წინააღმდეგი იყო ნაცისტებთან
თანამშრომლობისა გენერალ დროს სომხურ ლეგიონში გაყვა ზოგი სამხედრო
განათლების და  ევროპაში,ბალკანეთზე,მახლობელ აღმოსავლეთში და კავკასიაში
ა გენერალი დროს
მავზოლეუმიც
 
საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე ზოგი დაშნაკიც.

ომის დამთავრების შემდეგ ჰენერალი დრო წავიდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში სადაც განაგრძო საზოგადოებრივი მოღვაწეობა სომხური საკითხის
გადასაჭრელად და სომეხი ემიგრანტებისთვის დახმარების ორგანიზაციისთვის.

1947 წელს პარტია "დაშნაკცუტიუნის"მსოფლიო ყრილობაზე გენერალ დროს
აპატიეს მისი თანამშრომლობა ნაცისტებთან//ეს პარტია ეხლა სოცინტერნის ანუ
სოციალისტური ინტერნაციონალის წევრია//.
გენერალი დრო ისევ მიიღეს დაშნაკთა რიგებში.

სიცოცხლის ბოლო წლები გენერალმა დრომ გაატარა ბეირუთში//ლიბანი//.
გარდაიცვალა 1956 წლის 8 მარტს და თავიდან დაიკრძალა .ბოსტონში//აშშ//.

2000 წლის მაისის ბოლოს გენერალ დროს ნეშტი გადაასვენეს სომხეთში და
დიდი პატივით დაკრძალეს ბაშარაპანის ბრძოლის მონაწილეთა სასაფლაოზე.

იქ გენერალ დროს აუგეს მავზოლეუმიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე მეორე მავზოლეუმი ლენინის ზიკურატის შემდეგ.

Дро (Канаян Драстамат Мартиросович).  В конце мая 2000 года прах генерала Дро был перевезен в Армению и захоронен на мемориальном кладбище участников Башарапанского сражения.

ნამდვილად ქართული პარადოქსი და დიდსულოვნება. ებრაელთა მხსნელი ქართველი მამულიშვილი ნაცისტი მიხეილ კედია.მოკლეს ჩეკისტებმა 
Добавьте подпись
"გერმანელთა ნდობით ასევე სარგებლობდა "აბვერისა" და "გესტაპოს" თანამშრომელი მიხეილ კედია. მამამისი მექი კედიადამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმს ხელმძღვანელობდა. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიხეილ კედიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "ქართველი შინდლერი".

საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელებიც დააპატიმრეს. მათ შორის იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ქართული ეროვნული საგანძურის ევაკუაციისა საფრანგეთში. მისი მოხერხებულობის წყალობით, 1922 წელს საქართველოს დევნილმა მთავრობამ ხელსაყრელ ფასში შეიძინა პარიზთან ახლოს, ლევილში მდებარე მამული და ორსართულიანი სახლი.

1940 წელს, როდესაც საფრანგეთში შეჭრილ გერმანელ ოკუპანტთა შიშით, პარიზელთა ნაწილი ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, იოსებ ელიგულაშვილმა სოლიდური თანხა გაიღო, რათა ეშოვა ავტომანქანა საქართველოს მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას გადასარჩენად.
ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობის წყალობით, გერმანელებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს იოსებ ელიგულაშვილი. ამის შემდეგ, იოსები მიხეილთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად.
  
1944 წლის 16 ოქტომბერს, პარიზის მთავარი რაბი იულიუს ვაისი მიხეილ კედიას სწერდა: "ბატონი ელიგულაშვილისაგან შევიტყვეთ იმ დიდი სამსახურის შესახებ, რაც გაგიწევიათ ებრაული აღმსარებლობის მქონე თქვენი თანამემამულეებისათვის, დიდსულოვანი დახმარებით რასისტული კანონისაგან მათი გადარჩენით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მადლობა და დიდი პატივისცემა მათი კეთილდღეობის უანგაროდ დაცვისათვის".

პარიზში მოქმედი ებრაული კულტურის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტ . მოსერის მიერ 1944 წლის 18 ოქტომბერს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...თქვენ არა მარტო გაილაშქრეთ თქვენი ებრაელი მოქალაქეების დასაცავად, არამედ უფრო მეტიც - წარმატებით შეძელით გეხსნათ მრავალი მეგობარი საკონცენტრაციო ბანაკებიდან. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გულწრფელი მადლობა მოგახსენოთ, გამოვხატოთ თქვენდამი უდიდესი მადლიერება".

"მოსეს რჯულის ქართველთა კავშირის" პრეზიდენტ იოსებ ელიგულაშვილის მიერ 1944 წლის 15 აგვისტოს მიხეილ კედიასადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "...ჩვენ არ მოვტყუვდით რწმენაში, როცა თქვენში დავინახეთ ქართველი პატრიოტი, რომელიც ოკუპაციის დროს ჩვენს სიცოცხლესა და ინტერესებს დაიცავდა. გმადლობთ მამაცობისა და იმ შეუპოვრობისათვის, რაც გამოიჩინეთ ანტიებრაული კანონმდებლობისაგან ებრაელთა გამოსახსნელად. ამას გარდა, ებრაელების შეპყრობისას დაუყოვნებლივ აკეთებდით ყველაფერს მათ გასათავისუფლებლად. თქვენს ასეთ ქცევას არ გავუკვირვებივართ იმიტომ, რომ ვიცით თქვენი ერის ღირსეული ტრადიციების შესახებ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მთელი გულით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმეები ყოველთვის წარუშლელად დარჩება ჩვენი და ჩვენს თანამოძმე ებრაელთა მეხსიერებაში".

"ქართველი შინდლერი" მიხეილ კედია - კაცი, რომელმაც უამრავი ებრაელი იხსნა სიკვდილისაგან http://www.kvirispalitra.ge/history/6976-qqarthveli-shindleriq.html//

Вместе с тем, в горской эмиграции были представлены организации и лица, пользовавшиеся достаточным влиянием и отстаивавшие принципы сохранения единой России, но без большевиков. При всей неприязни к большевизму, они еще больше ненавидели фашизм в любой форме. Многие офицеры, воевавшие в составе белых армий, примкнули к этой группе.
С началом войны Германии против СССР значительное число деятелей ранее существовавших и вновь созданных эмигрантских организаций были привлечены гитлеровцами к сотрудничеству.
Немцы считали, что кавказцы должны помогать Германии вызвать повстанческое движение за независимость Кавказа. В этих целях из числа эмиграции немцы в Берлине в 1941 г. создали «кавказское правительство», во главе которого был поставлен грузин Михаил Кедия, офицер СС, член НСДАП. Это правительство включало в себя представителей национальных секций: грузинской (руководитель Авалиани), северокавказской (Шамиль и Баммат), азербайджанской (Мирза). Резервировалось место для армян. Во Франции также был создан беженский комитет, куда входили, как и в центральное правительство в Берлине, члены национальных групп. Во главе каждой немцы поставили своих людей, за исключением северокавказской, руководитель, которой был избран самими кавказцами.

No comments:

Post a Comment