2011/05/30

პრომოთეიზმი 2

ლტოლვილობის გზები-პარიზი, ბერლინი, ვარშავა:
ლტოლვილთა მეორე ჯგუფი ჩავიდა პირდაპირ ევროპაში. ამ ჯგუფში იყვნენ თათრები სადრი მაკსუდი ( არსალი), ა. იშაკი ( ტატარ) და აზერბაიჯანელი ჰილალ მიუნში. აიაზ იშაკი 1925 წლიდან იყო ბერლინის ლტოლვილთა ერთ-ერთი ლიდერი. ის უეჭველად იყო პრომეთეული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჰილალ მიუნში იყო ბერლინის აზერბაიჯანული სათვისტომოს ერთ-ერთი თავმჯდომარე.

  ამას გარდა ბერლინში იყვნენ 1919 წლის სამშვიდობო კონფერენციისთვის ჩასული ცნობილი აზერბაიჯანელები რომელთა შორისაც იყო პარტია იტიფაკ-ალ-მისლიმინის დამფუძნებელი, რუსეთის იმპერიის ორი სახელმწიფო
სათათბიროს ( დუმას) წევრი, 1918 წელს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ბაქოს მერი ალი მარდან თოფჩიბაში (1859-1934). 1919 წელს ის თავმჯდომარეობდა აზერბაიჯანის დელეგაციას პარიზში სადაც დამკვიდრდა კიდეც. თოფჩიბაშის დელეგაციის წევრი იყო და პარიზში დამკვიდრდა ბაქოში, სანკტ-პეტერბურგში და სორბონაში ნასწავლი ჟეიჰუნ ჰაჯიბეილიც (1891-1962). ის თანამშრომლობდა გამოცემებში «ორი სამყაროს ჟურნალი», «აზიური ჟურნალი» და იყო აზიური საზოგადოების აქტიური წევრი. იყო მუსტაფა ჩოკაიც. მათ გაიცნეს არათურქები : პეტლიურა, შარაშიძე და პარიზელი თეთრი რუსები, მაგ. კერენსკი და მილიუკოვი.

  ყველაზე გამოკვეთილია ზეკი ვალიდის სრულებით არაჩვეულებრივი პიროვნება. თუ კი დავუჯერებთ მის მოგონებებს მას უშუალო მონაწილეობა არ უნდა მიეღო პრომეთეულ წამოწყებაში მაგრამ გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა მის გაჩენაში.

ბაშკირული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი და შემდეგ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბაშკირეთის ყოფილი პრეზიდენტი ახმეტ-ზაკი ახმეტშახის ძე ვალიდოვი (ზეკი ვალიდი) 1923 წლის დეკემბერში ჩავიდა პარიზში სადაც მან გამოაცოცხლა თურქ-მაჰმადიანთა ეროვნული სიამაყე. ის იქ შეხვდა ჩოკაის, თოფჩიბაშის და მაქსუდის რომელმაც მას აუხსნა თუ რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მათთვის საფრანგეთს :

  «წარმოიდგინეთ რომ ეს ქვეყანა (საფრანგეთი) ეხლა არის თურქულ-მაჰმადიანური ბრძოლის უდიდესი ცენტრი. თქვენ უნდა იფიქროთ შეხვედრაზე ქართველებთან, უკრაინელებთან”.

  1924 წლის ივნისში ტოგანი ბერლინში შეხვდა ერთ პოლონელ ოფიციალურ პირ სტემპოვსკის რომელიც მას დაელეპარაკა საბჭოთა კავშირის არარუსთა (“ინოროდცი”) მოძრაობის დაწყების იდეაზე. თოგანი ბერლინში დაუკავშირდა უკრაინელებსა და კავკასიელებს. სტემპოვსკისთან ერთად გადაწყდა რომ საფრანგეთში გამოვიდოდა ჯურნალი სახელად “პრომეთე”.

  მიუხედავად ამისა ტოგანი დაბრუნდა თურქეთში და ამ ამოცანის განხორციელება დაუთმო სხვებს. პროცესი დაიწყო და მას დააჩქარებს პილსუდსკის დაბრუნება ხელისუფლებაში. მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ ტოგანი ფუატ კოპრულუსთან ერთად მიიღებს და გაამხნევებს ლტოლვილებს.


პოლონეთი პირველ პლანზე :

მოძრაობამ 1926 წელს დაკარგა ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სიმონ პეტლიურა (ის მოკლეს პარიზში), მაგრამ პოლონეთის სათავეში წითელი არმიის დამმარცხებელი და ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მარშალ პილსუდსკის დაბრუნება გადამწყვეტი მოვლენაა. პილსუდსკი გადაიქცევა საბჭოთა კავშირის ყველა მტრის მფარველად.

პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იყო პეტლიურასა და პილსუდსკის 1921 წლის ალიანსის შედეგი; პოლონურ პოლიტიკას აადვილებდა ის რომ უკვე ძველადვე დამყარებული იყო კავშირები თურქულ-თათრულ სამყაროსთან. რუსეთის მაჰმადიანი მოხალისეები პოლონეთის მხარეს დადგნენ 1921 წლის რუსეთ-პოლონეთის ომის დროს და სწორედ მაშინ დაიწყეს ფიქრი პილსუდსკიმ და მისმა მომხრეებმა აღმოსავლეთი ევროპის ხალხებისა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილი ხალხების ერთობლივ მოქმედებაზე. საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილმა ჯგუფებმა ახალი ომის პერსპექტივაში მიიღეს პოლონური სუბსიდიები რამაც წაახალისა ქსელები და პოლონეთის არმიაში მიიზიდა მოხალისეები საბჭოთა კავშირის მკვიდრი მოსახლეობიდან. 

  სწორედ «პირველი ცივი ომის» ფარგლებში დააჩქარა პოლონეთის მთავრობამ პრომეთეული მოძრაობის შექმნის პროცესი. ჟურნალი «პრომეთეს» პირველი ნომერი გამოვიდა 1926 წლის ნოემბერში, არა და ეს ეს ჟურნალი არის ყველაზე სახელგანთქმული სოლიდური გამოცემა მთელი სერიისა რომელიც ასევე მოიცავდა გამოცემებს «ტრიზუბ», «საქართველო» ( პარიზი), «ისტიკლალ», „კურტულუს» (რესულზადესი), «იენი მილლი იოლ», «იაშ ტურკესტან» (ბერლინი-პარიზი), «ვოლნოე კაზაჩესტვო» ( «თავისუფალი კაზაკობა», პრაღა), «ემელ» (კონსტანცა), «სევერნი კავკაზ-სიმალი კავკას» («ჩრდილოეთი კავკასია», ვარშავა).


პრომეთე 1934-1935 წლებამდე :

1926-1938 წლებს ერთგვარ რიტმს ანიჭებდა ორ ომს შორისი პერიოდის დიპლომატიური ისტორიის ეტაპები. Aამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1934 წელს.

1934 წლამდე მეფობდა ოპტიმიზმი: პრომეთეელები დარწმუნებულები იყვნენ რომ საბჭოთა რეჟიმი ეფემერულია, უდღეურია. მათ სჯეროდათ რომ ყოველი ჯანყი, ყოველი გაფიცვა, ყოველი ეკონომიკური სირთულე წარმოადგენენ ბოლშევიზმის დამხობის მომასწავებელ ნიშნებს. ისინი ასევე უზომოდ ენდობიან დასავლეთის მთავრობებს და ვილსონის პრინციპებს. Mმაგრამ უკრაინამ უკვე განიცადა მწარე იმედგაცრუება:

ვილსონმა მხარი დაუჭირა “დიდი რუსეთის” შენარჩუნებას და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკრაინის შესვლას ერთა ლიგაში.

უკრაინის ილუზიების გაფანტვას ხელი არ შეუძლია ერთა თანამეგობრაში რწმენის შენარჩუნებისთვის.  გადასახლებაში მყოფ მთავრობებს არ ჰქონდათ ევროპული პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების ცინიზმის გამოცდილება და ამიტომ ეს რწმენა კიდევ უფრო მავნე იყო. 

საბჭოთა კავშირის დამხობის ეს მოლოდინი არ ყოფილა პასიური : 

  მომავალი მომზადებულია განსაკუთრებით იმაში რაც ეხება კავკასიის რესპუბლიკებს. კავკასიელების წარმომადგენლები ფიქრობენ რომ მათი საერთო ისტორია, საცხოვრებელ გარემოთა ნათესაობა, აწეწილ-დაწეწილი ეთნიკური შერევა და გაძლიერების აუცილებლობა ძლიერი რუსი მეზობლისაგან თავის დასაცავად ამართლებს კავკასიური კონფედერაციის შექმნას. მ კონფედერაციის შესაქმნელად ზოგი ზოგი სერიოზულად და მთელი გზნებით მუშაობს 1924 წლიდან.

  ეს კონფედერაცია ქაღალდზე დაარსდა 1934 წელს.

პირველი პერიოდის მანძილზე პოლიტიკური მუშაობის დიდი ნაწილი მიმდინარეობს ევროპული მთავრობების და ყველაზე უფრო ერთა ლიგის მიმართულებით ლობირების ფორმით. ჟენევაში მიზანია განდევნილი მთავრობების აღიარების მოპოვება და ხელის შეშლა საბჭოთა კავშირის შესვლისათვის ერთა თანამეგობრობაში.

  მარცხი სრულია ვინაიდან საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში მიიღეს 1934 წლის 18 სექტემბერს.


  1934-1935 წლების ტეხილი:

პრომეთეელებისთვის ეს ნიშნავს იმას რომ საბჭოთა კავშირი ამიერიდან ითვლება ნორმალურ ქვეყნად, რომ დასავლეთის ერებმა არაფრად ჩააგდეს ხშირად დიდი სახელმწიფოების და მოსკოვის მიერაც კი დე იურე აღიარებული რესპუბლიკების ძალისმიერი ანექსიები; რომ დასავლეთის ერები არაფრად აგდებენ რეპრესიებს, სისასტიკეებს რომლებზეც რეგულარულად ლაპარაკობს “პრომეთე” ( შეგნებულად, ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი უკრაინაში არ გამხდარა ერთა ლიგის ყურადღების ღირსი). წინა წლების ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა უშედეგო იყო და ამ დროს მთავრდება ოპტიმისტური პერიოდი. Aამიერიდან ახლო მომავალში საბჭოთა რეჟიმის დამხობისა აღარ სჯერათ.

  პრომეთეული მოძრაობისთვის საზიანო მეორე მოვლენა მოხდა 1935 წელს : კომინტერნმა დაიწყო სახალხო ფრონტის პოლიტიკის გატარება, რაც მოტივირებული იყო გერმანიის სათავეში ნაცისტების მისვლით. ამიერიდან კომუნისტებს დაევალათ კავშირის დამყარება მანამდე მთავარ მტრად მიჩნეულ სოციალისტებთან. ეს პოლიტიკა ძალიან გაართულებს პრომეთეელთა მდგომარეობას (პრომეთეელები უმთავრესად მენშევიკები ან ესერები იყვნენ) : კომუნისტებს საფრანგეთში, მიუხედავად იმისა რომ მთავრობაში არ არიან, აქვთ ძლიერი პოზიცია. ყველგან თვლიან რომ მთავარი მტერი უკვე არის ნაციზმი და ფაშიზმი და არა კომუნიზმი. ადრე სოციალისტებში გავრცელებული ანტიკომუნიზმი ეხლა არის რადიკალ და ექსტრემისტ მემარჯვენეთა დამახასიათებელი ნიშანი.

სტალინური დანაშაულებების ზუსტ და განუწყვეტელ მხილებაში პრომეთეელები, მაშ, სრულებით იზოლირებულები არიან. 1934 წლიდან “პრომეთეს” ფურცლებზე ჩნდება ანტიკომუნისტური ლიგის თავმჯდომარე ბუასჟოლა, რომელიც მალე თავს გამოავლენს როგორც ჰიტლერისა და გებელსის თაყვანისმცემელი. 1934 წელსვე მოხდა ისე რომ “პრომეთეს” პრესის მიმოხილვამ ადგილი დაუთმო მემარჯვენე რასისტულ პრესას, მაგალითად “ მე ვარ ყველგან”-ს, შემდეგ “გრინგუარ”-ს. 1936 წლიდან ზოგ წერილში ჩანს ფარული აღფრთოვანება ფრანგი ფაშისტების ბელადი ჟაკ დორიოთი.

პრომეთელეებს თითქოს გადაეწურათ იმედი, განა შეიძლება ანტიკომუნისტად დარჩენა რადიკალ და ექსტრემისტ მემარჯვენეებთან დაახლოების გარეშე? “პრომეთე” თითქოს დაადგა ფაშისტ მემარჯვენეთა ორგანოდ გადაქცევის გზას.

ანტინაცისტური აფეთქება :

  არქივების ნაკლებობის გამო ჩვენ არ ვიცით 1938 წელს ჟურნალის ფორმატის, სათაურის და ყველაზე მეტად დირექტორის შეცვლის მიზეზები. ქართველი გიორგი გვაზავა შეცვალა უკრაინელმა ალექსანდრ შულგინმა; პერიოდულობა გახდა 2-3 ნომერი წელიწადში და ჟურნალი ამიერიდან ბევრად უფრო სქელია.

  მოვლენები დაჩქარდა: მიუნხენის კონფერენცია, ჰიტლერის ანექსიები და, ყველაზე მეტად, გერმანულ--საბჭოთა პაქტი. 

  გერმანულ-საბჭოთა პაქტმა შეცვალა წარმოდგენები საბჭოთა კავშირის შესახებ. სტალინმა იმედები გაუცრუა ევროპელ მემარცხენეებს და პრომეთეელებს იმედი გაუცრუა ჰიტლერმა.

  ჰიტლერი პრომეთეელების თვალში ამიერიდან მოღალატეა. ვითარება ნათელია : ყოველი ანტისაბჭოელი აუცილებლად გადაიქცევა ანტინაცისტად. 1939 წლის სექტემბერში “პრომეთე” გადაჭრით დადგა პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მხარეს.

  მუსტაფა ჩოკაი, ა. შულგინი, მირ იაკუბი, ნოე ჟორდანია თანამემამულეებს მოუწოდებენ გაერთიანებისკენ გერმანულ-საბჭოთა კოალიციის წინააღმდეგ. უკანასკნელი ნომერის (1940 წლის 8-9 აპრილი) მოქეულია ფინეთის გმირული წინააღმდეგობის მაგალითის გავლენის ქვეშ და თანამემამულეებს მოუწოდებს არ აირჩიონ “შავ ჭირსა და ქოლერას შორის. დამპყრობილმა ხალხებმა თავისუფლება იგემეს 1917 წელს. ამის დავიწყება შეუძლებელია!... შევუწყოთ ხელი საბჭოთა კავშირის გაქრობას, მის დაშლას ბუნებრივ ეროვნულ შემადგენელ ნაწილებად. ესაა ქოლერის დამარცხება და შავი ჭირის დამარცხების მომზადება” (გაგრძელება იქნება).


No comments:

Post a Comment