2011/05/30

პრომოთეიზმი 5


 «პრომეთე” პანთურქიზმ-პანთურანიზმის წინააღმდეგ
 1910-ანი წლების "ნასრედინ-ჟურნალის" თურქი პერსონაჟები.
«პრომეთეს გამოცემის 12 წლის მანძილზე იქ დაბეჭდილი 30-ოდე წერილი ეხება უშუალოდ თურქეთს. წერილები დაწერილია თურქეთით დაინტერესებული კავკასიელების მიერ. თურქეთი საბჭოთა კავშირის გვერდით იძლევა წარმატებული რევოლუციის კონტრ-მაგალითს  (მოდერნიზაციისა და გასაეროობის, ლაისიზმის აზრით) რომელსაც არ გამოუწვევია არც ეკონომიკური კატასტროფ;ა და არც ისეთი ჩაგვრა როგორსაც განიცდის საბჭოთა მოსახლეობა (თურქეთის რესპუბლიკის მეათე წლისთავს
მიეძღვნა მრავალი წერილი). თურქეთს უკავია სტრატეგიული პოზიცია საბჭოთა კავშირის სამხრეთ ფლანგზე და მისი ურთიერთობები დიდ მეზობელთან მნიშვნელოვანია კავკასიის ხალხებისთვის. პრომეთეელები ყურადღებით აკვირდებიან თურქეთ-საბჭოთა ურთიერთობების ცვლილებებს და ბოლოს თურქეთის დაინტერესება საბჭოთა კავშირის თურქულენოვანი ხალხებით გამოიწვევს იმას რომ საბჭოთა კავშირი მათ ბ+20;ალად დასდებს პანთურანიზმს.  ამის საპასუხოდ “პრომეთეს” რედაქტორები ჟურნალიდან აძევებენ პანთურანისტული სულისკვეთების უმცირეს ნიშანწყალს.

        ინფორმაციის გადაცემის გზა :
  თურქეთი დიდ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირიდან მიმავალი ინფორმაციის გადაცემაში. ეს ინფორმაცია ხშირად მოდიოდა ტრაპიზონის, იგდირის, ყარსის, არზრუმის, სტამბოლის გავლით. ეს ინფორმაცია ხშირად მოდის არა უშუალოდ არამედ რესულზადეს “ისტიკლალიდან”  (ბერლინი), “აზერბაიჯან იურტ”-იდან, “იენი კავკასია”-დან, “იენი ტურკუსტან”-იდან, “ოდლუ იურტ”-იდან  (სტამბოლი). ასე გადმოსცა 1927 წელს “იენი კავკასიამ” ამბავი მუსავატის პარტიის სოლოვკებში დაპატიმრებული წევრების ბაქოში დაბრუნების შესახებ. იბეჭდება ცნობები თბილისში და ქუთაისში მომხდარი აჯანყებების შესახებ  (“პრომეთე”, 1934, ნომ+08;რი 89). “პრომეთე” ლაპარაკობს თურქეთში ლტოლვილთა ტალღების შესახებ. ეს ინფორმაციები ჩნდება ყოველი ნომრის ბოლოს პატარა ქრონიკებში. კითხვა საინტერესოა და აჩვენებს თუ როგორ იცოდნენ 1930 წლიდან,40 წლით ადრე სოლჟენიცინის მთავარი თხზულების გამოქვეყნებამდე,  ყველაზე მიყრუებულ რაიონებში მომწყობილი რეპრესიების დეტალებიც კი, რომ იცოდნენ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ.

               პანთურანიზმის შიში და უარყოფა :
   პრომეთეელების აზრით პანთურანიზმი საბჭოთა კავშირისთვისაა სასარგებლო ; ესაა საფრთხობელა რომლითაც მოსკოვი აშინებს მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს და ამით ამართლებს თურქულ რეგიონებში ანტიეროვნული ინტერნაციონალისტური პროპაგანდის გაჩაღებას. საბჭოთა კავშირი ამ საფრთხ+08;ზე ყვირილს ტეხავს მას შემდეგ რაც ვინმე თურქეთში გამოავლენს უმცირეს ინტერესს ჩრდილოელი და აღმოსავლელი მოძმეების მიმართ. პანთურანიზმს ძალიან ცუდად უყურებენ დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში და თურქეთის მთავრობას ძალიან ეშინია ამ ბრალდებისა. ლტოლვილები, მაშ, დაინტერესებული არიან იმით რომ პანთურანისტებმა, თუ კი ისინი არსებობენ, ხმა არ ამოიღონ. პანთურანიზმი ბრალდება იმათაც კი ვინც უბრალოდ ახსენებს თურქი ხალხების კულტურულ ერთიანობას, მათ სულიერ ნათესაობას, თუნდაც სენტიმენტალურ კავშირებს თურქულენოვნებსა და თურქებს შორის. ამ ბრალდებას აყენებენ ზოგი სომხური წრე  საბჭოთა პროპაგანდისა) და კერენსკის გარემოცვის თეთრი ემიგრანტები.

1.       პანთურანიზმის უარმყოფელი წერილები ყველაზე ხშირია 1930 წელს და ამ საკითხს მთლიანად ეძღვნება 38-ე ნომერი ( 1930 წლის იანვარი). ეს გამოიწვია ზარევანდის სახელგანთქმული წ+12;გნის რუსული ვერსიის გამოცემამ. არა აქვს მნიშვნელობა იმას შეთანხმებული იყვნენ თუ არა ზარევანდი და თეთრი რუსები, მათი ინტერესები ემთხვოდა ერთმანეთს. ზარევანდი იყო ზ. და ვ. ნალბანდიანების ფესვდონიმი. მათ წიგნს ერქვა «გაერთიანებული და დამოუკიდებელი თურანია». წიგნი გამოსცა სომხურმა რევოლუციურმა ასოციაცია დაშნაკცუტიუნმა (ფრანგულად (ჰ.კურკჯიანმა)   ათენში 1989 წელსაც. ეს წიგნი 1926 წელს გამოიცა სომხურად, 1930 წელს ის გამოიცა რუსულად და ის რუსულად გამოსცა კერენსკის ანტიპრომეთეულმა პერიოდიკამ «დნი». კერენსკის მომხრეები 1928 წლიდან ავრცელებენ იდეას რომ კავკასიის ქვეყნებს უნდა ეშინოდეთ თურქეთისა. ‘პრომეთე» მკაცრად ილაშქრებს იმის წინააღმდეგ რაც მას მიაჩნია რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებად.

   მატყუ+04;რა რომანტიზმად მიჩნეულ “პოლიტიკურ პანთურქიზმს” რესულზადე უპირისპირებს “ კულტურულ პანთურქიზმს” რომელიც უნდა გავრცელდეს კულტურული ურთიერთობების ფორმით.

    ზარევანდის შეტევებს დაემატა “დნიში” დაბეჭდილი სომეხი ხონდკარიანის სიტყვები. ხონდკარიანი პრომეთეელებს ბრალად სდებდა იმას რომ მათ მიზნად ჰქონდათ შეერთება თურქეთთან ( “პრომეთეს” 38-ე ნომერში ციტირებული ხონდკარიანის წერილი). ამ მნიშვნელოვანი 38-ე ნომრის მეთაური წერილი აბსურდულად აცხადებს ყოველგვარ პანთურანისტულ იდეას იმიტომ რომ თურქეთი არ ესაზღვრება სხვა თურქულენოვან ქვეყნებს და რომ “მხოლოდ რასიულ ერთობას არასოდეს განუსაზღვრია პოლიტიკური ერთობა”. რესულზადე მასხრად იგდებს ხონდკარიანს და, გამონაკლისი “პრომეთესთვის”, მუქარით მიუთითებს სომეხთა ბედზე Ư7;სმალეთში : “თქვენ იგივე დაგემართებათ რუსეთში რაც სომხეთს დაემართა თურქეთში, ელოდეთ ამას!” რესულზადეს თანახმად პანთურქისტული ოცნება დაემხო და, სხვათა შორის, მან ერთ დროს კარგი როლი შეასრულა იმით რომ შეასუსტა მაჰმადიანობის გავლენა.

        შემდეგ რესულზადე ახსენებს თურქული პოლიტიკური ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ტენდენცია “ანატოლიზმს” მუკრიმინ ჰალილ ბეის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელის აზრით თურქული ეროვნება არ არსებობს და უკეთესი იქნებოდა თურქეთისათვის სახელად ანატოლიის დარქმევა რაც მიანიშნებდა იმაზე რომ ქვეყანა ღიაა ყველა რასისთვის. მან უკვე გადმოსცა ეს შეხედულება “პრომეთეში” და მას სჯერა რომ ლაპარაკია თანამედროვე თურქეთის ნაციონალიზმის მთავარ ნიშანზე და რომ სწორედ ამ ნიშანსა აქვს პერსპექტივა. და ბოლოს ის ბრალდებას უბრუნებს სომხებს და დაშნაკების მომხრეებს ბრალად სდებს იმას რომ ისინი ამზადებენ რაღაც “პანარმენიზმს” თუ “პანარიანიზმს” რისთვისაც სომხები განსაკუთრებით უწყობენ ხელს ქურთთა მღელვარებებს.

   ამ ნომერში ხმა ამოიღო ჩოკაიმაც. მან პატივი მიაგო ათათურქს : უეჭველია რომ ჩვენ თურქოფილები ვართ... მუსტაფა ქემალი და თურქეთი ჩვენთვის უძვირფასესები არიან”, მაგრამ მან პანთურანიზმი გამოაცხადა მითად: “თურანისტებს არასოდეს უოცნებიათ რამენაირ კავშირზე თურქეთთან”.

   შემდეგ ნომერში ჩოკაი უბრუნდება ბრალდებას :

  “ წარმოდგენა იმისა რომ ქემალი დაიპყრობს თურქესტანს და შექმნის ვოლგიდან პამირამდე გადაჭიმყლ სახელმწიფოს არის ნამდვილად ფანტასტიკურად შეშინებული და ჭკუადაკარგული ადამიანის აზრი” ( მუსტაფა ჩოკაი, “ბოლშევიკები ქემალიზმის წინააღმდეგ”, “პრომეთე” ნომერი 57, 1931 წლის აგვისტო, გვ. 15-18). ამას გარდა მისი თქმით თურქეთსა და თურქულენოვან სამყაროს შორის კონტაქტები იმდენად ძნელია რომ წარმოუდგენელია მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების დამყარება.

 პრომეთეელებს ამავე დროს აღიზიანებს თურქეთში კავკასიის თურქეთთან გაერთიანების სურვილის ხმამაღლა გამოთქმა.  როდესაც სტამბოლის “ბირლიკმა” გამოთქვა კავკასიის დამოუკიდებ+14;ობის სურვილი “იმ პირობით რომ როდესაც დადგება დრო კავკასიელები შეუერთდებიან თურქეთს და შექმნიან ერთიან სახელმწიფოს, თურქულ სახელმწიფოს” ს. მენაგარიმ ამხილა და დაგმო პროვოკაცია და უპასუხა : “ცხადია რომ მოსკოვმა ზოგ თურქულ ჟურნალში იპოვა მისი დამცველები და რომ რუსები თურქული სახელით აკეთებენ იმას რასაც ვერ აკეთებენ რუსული სახელით” (ს. მენაგარი, “კავკასია და მისი მეზობლები”, “პრომეთე ნომერი 89, 1934 წლის აპრილი, გვ. 24-28).

 საერთო ჯამში პანთურანიზმის დაგმობა მნიშვნელოვანი თემაა “პრომეთეში”. მოძრაობის წევრები არასოდეს ითხოვენ გაერთიანებას თურქეთთან როგორც არ უნდა მოსწონდეთ თურქეთის მიღწევები. მათი აზრით პანთურანიზმი არის საბჭოთა თუ თეთრი რუსების პროპაგანდის იარაღი, პრომეთეული მოძრაობის ლანძღვის და დისკრედიტაციის ერთ-ერთი საშუალება (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment