2011/05/30

პრომოთეიზმი 4

აზერბაიჯანის დელეგაცია 
პარიზში.
პრომეთეული პროექტი : კავკასიის კონფედერაცია:
ერთგვარი კავკასიური კონფედერაცია არსებობდა 1918 წლის მაისში დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. იდეა ხელახლა გაჩნდა პარიზში 1924 წელს. ოქტომბერში და ნოემბერში შეიკრიბნენ აზერბაიჯანის, საქართველოს და ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები; მათ წარმოიდგინეს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ფუნქციების გაერთიანებით საკმაოდ მჭიდრო ფედერატული ფორმის შექმნა «საბჭოთა საოკუპაციო ჯარებისაგან განთავისუფლების შემდეგ». 

ამ ოცნების ახდენამდე მათ დაადგინეს «საზღვარგარეთ მყოფ ორგანოთა მოქმედებების გაერთიანების აუცილებლობა».

1924 წლის ბოლოს წარმომადგენლებმა შექმნეს კავკასიური კომიტეტი რომელსაც უნდა მოეხდინა განთავისუფლებისთვის ბრძოლის ორგანიზაცია. « პრომეთეში » კონფედერაციის იდეა ჩნდება 1927 წლიდან( ნომერი 4) და ის საზეიმოდ გამოცხადდა დამოუკიდებლობის გამოცხადების მეათე წლისთავის აღნიშნვისას ვარშავაში ( იდეა ჩამოაყალიბეს მუსტაფა ვექილიმ, იოსებ სალაყაიამ, ტამბი ელეკოტიმ). მომდევნო წელს მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაეგზავნა ერთა ლიგას. 1929-1930 წლებში იდეა იყო დიდი მეთაური წერილების ობიექტი და იქცა ჟურნალი « პრომეთეს » ერთ-ერთ წამყვან თემად. Aამავე დროს პარალელურად განვითარდა პანთურქიზმის უარყოფის თემა ვინაიდან საჭიროა საბჭოთა თუ თეთრი რუსების ინსინუაციების მოგერიება : კრემლი და თეთრი რუსული ემიგრაცია აცხადებდნენ რომ კავკასიის კონფედერაციის თუ ფედერაციის იდეა იყო პანთურქისტების თუ თურქეთის მიერ მანიპულირებული ბუფერული სახელმწიფოს პროექტი. 
     მოწოდებები კონფერენციის შექმნისაკენ ძალიან დაჟინებულია 1930-ანი წლების დასაწყისში იმიტომ რომ საფრთხე ემუქრება კავკასიურ საბჭოთა კონფედერაციას და ყველაზე მეტად იმიტომ რომ კოლექტივიზაციამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, მაშინ როდესაც 1930-1931 წლებში კავკასიამ იფეთქა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ერთ ხანს თავის კონცეფციებს ავრცელებს ფსევდონიმი « ქართველით » მწერი უცნობი ქართველი. ის აშკარად მოხიბლულია შვეიცარული მაგალითით და ოცნებობს ახალ შვეიცარიაზე, რელიეფის სირთულეების მიუხედავად სოლიდურ კონფედერაციაზე სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ეთნიკურ ელემენტს (შვეიცარიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილო კავკასიელებზეც. მრავალმა ჩრდილოკავკასიელმა იცხოვრა ჟენევაში და ყველას შეუყვარდა ეს მთიანი, მრავალ-ეთნიკური და უისტორიო ქვეყანა).

    Aამ პროექტმა აღძრა არა მხოლოდ რომანტიული ოცნებები : « ქართველმა » ასევე დაწერა ძალიან ტექნიკური იურიდიული წერილები მომავალი კონფედერაციის შესახებ. მან გამოაღვიძა აგრეთვე ისტორიული ცნობიერება და პრომეთეელებმა ცოტა მოგვიანებით დაიწყეს კავკასიელ ხალხთა ერთობის ისტორიული ტრადიციის გახსენება.
    aზერბაიჯანის ( რესულზადე, თოფჩიბაში), საქართველოს (ნ.ჟორდანია, ა. ჩხენკელი) და ჩრდილო კავკასიის (გ. სუნში, ლ. ჩულიკი, ტ. შაკმაკი) წარმომადგენლებმა ბრიუსელში 1934 წლის 14 ივლისს ხელი მოაწერეს პაქტს. Dეკლარაციის 6 პუნქტი დიდად არ განსხვავდება 1924 წელს მიღებული პრინციპებისაგან : ლაპარაკია კონფედერაციის საერთაშორისო პიროვნებაზე, როლზე ერთობლივ თავდაცვაში და დიპლომატიაში, არბიტრაჟზე კონფედერაციის შემადგენელ ერთეულებს შორის. მეექვსე მუხლის ძალით ადგილი დატოვებულია სომხეთისთვის რომელიც არაა წარმოდგენილი ხელის მომწერთა შორის.
  Mმიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოების სერიოზულობისა, მხარეების სიმწიფისა და პრობლემის მნიშვნელობისა პაქტის კომიტეტი დაიშალა 1935 წელს ისე რომ « პრომეთეს » არ აუხსნია დაშლის მიზეზები. კომიტეტმა ადგილი დაუთმო ეროვნულ ორგანიზაციათა კონფერენციას რომელიც შეიკრიბა 1935 წლის 14-23 თებერვალს. ამ კონფერენციამ შექმნა კავკასიის კონფედერაციის საბჭო. წამოწყება ბუნდოვანი დარჩა და მას არ გამოუწვევია ლტოლვილობაში მყოფი კონფედერატული მთავრობის შექმნა. 



 მეტისმეტად გვიანია : ერთა ლიგამ აღიარა საბჭოთა კავშირი და სცნო მისი საზღვრები. ერთა ლიგის ვერც ერთი წევრი ქვეყანა ვერ დაუჭერს მხარს ოფიციალურად პიროვნებებს რომლებიც ამიერიდან სეპარატისტებად უნდა ჩაითვალონ. Kკონფედერაცია ამიერიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ცალკეულ მეოცნებეთა, დამარცხებულ მებრძოლთა ასამბლეა). // გაგრძელება იქნება//.

No comments:

Post a Comment