პრომეთე ქმნის ადამიანს |
«პრომეთეიზმი» თავიდან განისაზღვრა როგორც საბჭოთა კავშირიდან არარუსი ლტოლვილების მოძრაობა. ის გაჩნდა 1917 წლის რევოლუციის დროს გაჩენილი დამოუკიდებელი რესპუბლიკების მარცხიდან. დასავლეთ ევროპის დედაქალაქებმა მაშინ მიიღეს ამ რესპუბლიკების ყოფილი ხელმძღვანელები რომლებმაც წითელი
არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სცადეს ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნა გადასახლებაში (პარიზში მაშინ იყო მთიელთა სახალხო პარტიაც).
არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სცადეს ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნა გადასახლებაში (პარიზში მაშინ იყო მთიელთა სახალხო პარტიაც).
საკვირველია რომ მკვლევარებს დიდი ყურადღება არ მიუქცევია;თ ამ მოძრაობისთვის, მით უფრო რომ ამ მითიური სახელის ამრჩევმა მოძრაობამ გააერთიანა დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში მცხოვრები შესანიშნავი პიროვნებები. მათგან ზოგის სახელი დღეს მივიწყებულია, მაგრამ სხვებმა შემდეგში სახელი გაითქვეს თურქეთში. ეს იშვიათად აქტუალური მოძრაობა აქვეყნებდა საინტერესო და ხარისხიან ჟურნალებს რომლებიც წარმოადგენდნენ წყაროს ბოლშევიზმის ოპოზიციის ისტორიისთვის.
ამ მოძრაობის შესწავლა აუცილებელია იმიტომაც რომ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები აღმოაჩენენ თავის ძველ და უახლეს ისტორიას. უეჭველია რომ გაჩნდება და აღორძინდება ინტერესი იმ პიროვნებათა მიმართ რომლებიც 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ცდილობდნენ გადასახლებაში ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას. მაგრამ პრომეთეული მოძრაობა ეხება აგრეთვე ბოლშევიზმისადმი ოპოზიციის ისტორიას, ცივი ომის ისტორიას და თურქეთის უახლეს ისტორიას ვინაიდან თადაურქი ნაციონალისტები დაკავშირებული იყვნენ მოძრაობის ხელმძღვანელ თურქოფონებთან. და ბოლოს, მთელი საბჭოთა კავშირის ირგვლივ ჰელსინკიდან ტოკიომდე ვარშავის, ბერლინის, პარიზის, სტამბოლის, შანხაის, მუკდენის გავლით თავისი ქსელების შექმნითა და გამოყენებით პრომეთეს ორგანიზაცია არის ლტოლვილთა სანიმუშო ორგანიზაცია. რა მანიპულირებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი სხვადასხვა სახელმწიფოს მიე რამ ორგანიზაციის შემქმნელთა ბედი იმსახურებს გაღრმავებულ გამოკვლევას.
პარიზში ცხოვრობდა მრავალი ლტოლვილი : ყველაზე ცნობილმა მათგანმა კერენსკიმ მოახერხა თავისი ჟურნალი «დნი»-ს ირგვლივ ანტიბოლშევიკური ოპოზიციის ჯგუფის მტკიცედ დაფუძნება. მაგრამ არარუს ლტოლვილთა უმრავლესობა მას ბრალად სდებდა რუსული კოლონიალისტური სულისკვეთების შენარჩუნებას და კავკასიისა თუ თურქესტანის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის უარყოფას.
პრომეთეს ძეგლი ნიუორკში |
ლაპარაკია კარგად წარმოდგენილ ჟურნალზე რომლის სახეც უცვლელი დარჩა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. იქ როგორც წესი იბეჭდებოდა საინტერესო ქრონიკები რომლებიც იძლევიან ძალიან საინტერესო და დეტალურ ცნობებს საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმისადმი წინააღმდეგობის მოძრაობებზე, პრესის მიმოხილვას, ახალ ამბებს სხვა პრომეთეული მოძრაობების შესახებ. წინამდებარე გამოკვლევის მთავარი წყაროა ჟურნალი «პრომეთე» რომლის სრული კოლექციებიც იოლადაა ხელმისაწვდომი პარიზში.
ისტორიოგრაფიის პრობლემები:
პრომეთეულ მოძრაობას დღემდე ცოტა მკვლევარმა მიაქცია ყურადღება : რამოდენიმე მითითება ზოგად ნაშრომებში, რამოდენიმე წერილი სპეციალიზებულ ჟურნალებში. ძალიან გაფანტულია ცნობები ამ თავგადასავლის მთავარ მოქმედ პირებზე.
წინამდებარე ნარკვევი არის შუალედური შედეგი. ის ეყრდნობა წერილთა სრულ შესწავლას, ავტორთა და ცნებათა კართოთეკას. ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვისწავლია არქივები სადაც უნდა იყოს მასალები ამ ორგანიზაციის შესახებ (გარდა მუსტაფა ჩოკაის არქივებისა.მუსტაფა ჩოკაის სახელს ასევე გამოთქვამდნენ როგორც ჩოკაიოგლუს, ჩოკაი-ოგლის, ჩოკაიევს).
მუსტაფა ჩოკაი (1890-1941) დაიბადა რუსულ თურქსტანში, ყიზილ-ორდაში და განათლება მიიღო ტაშკენტში და პეტროგრადში ; მან ადრევე დაამყარა კავშირი ბაშკირ ისტორიკოს ზეკი ვალიდოვთან (ტოგანთან) ; 1917 წელს მან მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის, ორენბურგის, ყოყანდის მაჰმადიანთა ყრილობებში. ის გახდა ალაშ-ორდას მთავრობის წევრი (1918 წლის დეკემბერი-1919 წლის თებერვალი). მას შემდეგ რაც ბოლშევიკებმა შეუტიეს თურქესტანს ის იძულებული იყო გადასულიყო თბილისში (1919-1921), სტამბოლში, პარიზში (1921 წლის მარტი), სადაც დამკვიდრდა მანამდე სანამ არ გარდაიცვალა გერმანიაში. ის თანამშრომლობდა ჟურნალებში «ლა რევიუ დიუ მონდე მუსულმან, ორიენტ-ოქსიდენტ» (მაჰმადიანური სამყაროს მიმოხილვა, აღმოსავლეთი-დასავლეთი», ფრანგულად, 1922), «იენი თურქესტან» (1927), «პრომეთე» (1928-1938), «ლა რევიუ დე პრომეთე» («პრომეთეს ჟურნალი», 1938-1940, ფრანგულად), «ვოსხოდ» (1931). ისაა იაშ თურქესტანის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1929). მუსტაფა ჩოკაის სიკვდილის შემდეგ მისი ბიბლიოთეკა და არქივები მისმა მეუღლემ მიანდო ინალკოს (პარიზის აღმოსავლეთის ენებისა და ცივილიზაციების ინსტიტუტს), მაგრამ ზოგი ყველაზე საინტერესო საბუთი ხელმისაƮ9;დომი არაა. ბიბლიოთეკისა და არქივის მეორე ნაწილი გადასცეს ემინ ოკტაის და ის უეჭველად ანკარაში უნდა იყოს. შემდეგი გამოკვლევა უკეთ დაგვანახებს მონაწილეთა სხვადასხვა მოტივაციას და მათ ურთიერთობას მათ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოსთან.
ჟურნალი «პრომეთეს» რედაქტორებს შორის იყვნენ პირველი რანგის პიროვნებები : სახელმწიფოთა ყოფილი მეთაურები (მ.ე. რესულზადე, ნ. ჟორდანია) , ყოფილი მინისტრები (ა.შულგინი), არა და მკვლევართა უმეტესობა არ ახსენებს არც ამ პირებსა და არც პრომეთეულ მოძრაობას.
ასე მაგალითად ჟურნალის რედაქტორი 1926-1938 წლებში უცვლელად არის ქართველი გიორგი გვაზავა.
არის მხოლოდ მინიშნებები. დუმილის მიზეზიც იმსახურებს სათანადო გააზრებას.
მოძრაობის ისტორია:
პრომეთეული მოძრაობის ისტორია დაიწყო 1917-1918 წლებში გაჩენილი სხვადასხვა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეხვედრიდან. პერსონალურ კონტაქტთა შესწავლა ძნელია : წყაროები ძალიან გაფანტულია, მრავალი მონათხრობი არაზუსტი და ერთმანეთისგან განსხვავებულია ვინაიდან მოძრაობის ყოველი ეროვნული შემადგენელი ნაწილი იკვეხნის მთავარი როლის შესრულებით.
1905-1906 წლებში რუსეთის მაჰმადიანთა ყრილობები ჩატარდა ნიჟნი ნოვგოროდში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ბაქოში, ტაშკენტში და სხვ... იქ განიხილავდნენ ჯადიდიზმის, მაჰმადიან ხალხთა ავტონომიის, ფედერაციაში მათი შესაძლებელი გაერთიანების დიდ თემებს (ჯადიდიზმი იყო მოძრაობა რომელიც XIX საუკუნის დასასრულს ცდილობდა მაჰმადიანობის განახლებისა და მოდერნიზაციის პირობების განსაზღვრას. მისი ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო ყირიმელი თათარი მიხაილ გასპრინსკი. იქ თავი გამოიჩინეს თურქული (ალბათ უფრო თურქმანული, მთარგმნელი) ნაციონალიზმის და პრომეთეული მოძრაობის მნიშვნელოვანმა ფიგურებმა (ზეკი ვალიდოვი (ტოგანი) თუ აიაზ იშაკი). დებატები დამთავრდა იმით რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თურქთა (ალბათ უფრო თურქმანთა, მთარგმნელი) ერთიანობის მომხრეები, მაგ აიაზ იშაკი და სადრი მაკსუდი, და ტერიტორიალისტები, ეროვნულ ტერიტორიაზ;ე დაფუძნებული პოლიტიკური ერთეულების მომხრეები (მაგ. ტოგანი). მაჰმადიანთა ამ ყრილობებმა გარკვეული დროის შემდეგ გააჩინეს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გაშლილი მოძრაობებისათვის აუცილებელი ელიტები. ასე მოხდა რომ 1917 წელს თურქესტანის, თათრეთის, ბაშკირეთის, აზერბაიჯანის ახალი მაჰმადიანური რესპუბლიკების სათავეში დადგნენ საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები (მრავალი მათგანი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმას დეპუტატი. იგივე ხდებოდა იმპერიის არამაჰმადიან ნაწილებში, მაგალითად უკრაინასა და საქართველოში. რაც შეეხება თურქულენოვან სამყაროს, გამოჩნდა ყაზანელი (იშაკი, მაკსუდი…) და ბაქოელი ინტელექტუალების უპირატესობა. ბაქოელები ამას გარდა ნაწილობრივ იდგნენ თურქული ნაციონალიზმის სათავეებთან.
შემდგომში «პრომეთეელებმა» აღიარეს იმხანად დაშვებული შეცდომები: ბოლშევიკების ძალის სათანადოდ დაუფასებლობა. მაჰმადიან და არამაჰმადიან ერთა შორის სოლიდარობის არარსებობა. ასე მაგალითად როდესაც რომელიმე რესპუბლიკას უტევდნენ წითელი არმია თუ თეთრი რუსები სხვები არ ინძრეობდნენ; ყოყანდის რესპუბლიკის, უკრაინის და კავკასიის რესპუბლიკების დაპყრო;ბა ბოლშევიკების მიერ არ მომხდარა ერთდროულად, მაგრამ არც ერთი ახალი სახელმწიფო არ განძრეულა სხვის დასაცავად.
სწორედ ამიტომაა პრომეთეული მოძრაობის ფუნდამენტური იდეა მისი ეროვნული კომპონენტების სოლიდარობა, თანადგომა რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ბოლშევიკი მტრისა და მჩაგვრელის არამედ საზოგადოდ რუსის (წითელი იქნება ის თუ თეთრი) წინააღმდეგ. სწორედ ამ საერთო მტრის არსებობამ გახადა შესაძლებელი მოძრაობის ესოდენ სხვადასხვა ეროვნებათა გაერთიანება. ლაპარაკია ნამდვილ პრომეთეულ ფრონტზე რომელიც თავის თავს განსაზღვრავს რუსების წინააღმდეგ.
უეჭველია რომ მოძრაობის გაჩენაში პირველი პლანის როლი შეასრულა უკრაინამ: ისაა ერთ-ერთი ნაადრევად დამოუკიდებელი რესპუბლიკა და, რაც მთავარია, სამხედრო და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. უკრაინული წყაროების თანახმად მოძრაობა უნდა გაჩენილიყო ხელმძღვანელი სიმონ პეტლიურას გარემოცვაში და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინელებსა და სხვა ხალხებს შორის უნდა ყოფილიყო რ. სმალლ-სტოცკი.
დამოუკიდებელი უკრაინა არ არსებობს 1918 წლის თებერვლის შემდეგ, მაგრამ უკრაინელებს აქვთ მისია საქართველოში და მათი როლი დაადასტურა ყოყანდის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მუსტაფა ჩოკაიმ რომელიც ტფილისში ჩავიდა 1919 წლის პირველ მაისს. ჩოკაის თანახმად პირველი შეხვედრები მოეწყო მისი ინიციატივით : “თურქესტანის დელეგაციის ჩემმა კოლეგებმა მე მომანდეს თეთრებისა და წითლების მოწინააღმდეგეთა პროპაგანდის საერთო ცენტრის შექმნა. პირველად მე მივედი უკრაინული მისიის ხელმძღვანელებთან” (“ჟურნალი პრომეთე”, 1939 წლის დეკემბერი, III (7), გვ. 9-12, ფრანგულად). ჩოკაი ყვება რომ უკრაინელებთან ერთად დაწერილი პროგრამა ისე იყო შედგენილი რომ მიეზიდა დასავლური დემოკრატიების სიმპატიები. სხვათა შორის, 1919 წლის თებერვალში დასავლეთის სახელმწიფოთა ბაქოს წარმომადგენლის შუამავლობით მათ პირველი მოწოდება გაუგზავნეს ვერსალის ცონგრესს (“პრომეთე” III (7), 1939 წლის დეკემბერი, გვ. 24--27). 1919 წლის ნოემბერში ტფილისში გამოვიდა საერთო ორგანო რუსულ ენაზე “ნა რუბეჟე” ( “საზღვარზე”). ეს ორგანო ფონდს იღებდა თურქესტანის ეროვნული ცენტრიდან (ჩოკაი არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ საიდან იღებდა ცენტრი ამ სახსრებს) და, უმთავრესად, უკრაინული დიპლომატიური მისიიდან. ეს ჟურნალი მის მიერ დაკონკრეტებული საერთო ფრონტით, მისი შინაარსით (არარუსი ხალხების ბრძოლის ქრონიკა) უკვე არის “პრომეთეს” პირველსახე.
თუ კი ჩოკაი ამბობს სიმართლეს მას ერთ-ერთ პირველს უნდა წარმოედგინა თურქთა, სლავთა და ქართველთა გაერთიანება.
1919 წლიდან ჩვენ ფაქტიურად გვაქვს სამთა ალიანსი ვინაიდან თვითონ ჩოკაის სიტყვით მის საქმიანობას დიდად უწყობდა ხელს საქართველოს იმდროინდელი მთავრობა.
უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაქრობა (1918 წლის 5 თებერვალი) და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამხობა (1921 წლის 25 თებერვალი) დიდი დარტყმები იყო ეროვნებათა მოძრაობისთვის.
დამოუკიდებელი საქართველო ფაქტიურად ასრულებდა ლტოლვილთა მიმღების როლს და 1921 წლის შემდეგ ქსელები გადაეწყო სტამბოლისა და დასავლეთ ევროპისკენ.
ლტოლვილობის გზები-სტამბოლი:
უკიდურესი გაფანტულობის შემდეგ მრავალი ხელმძღვანელი თავს შეაფარებს სტამბოლს და დარჩება იქ (მაგალითად თათარი აბდულა ბატალ-ტაიმა (1882-1967). ის დაიბადა სამარაში, სწავლობდა ქაიროს ალ აზჰარში და ჟურნალისტად მუშაობდა ქაიროში, ორენბურგში და ყაზანში. ის იყო უფაში თურქ-თათართა ასამბლეის წევრი. გაიქცევა, მაგრამ დააპატიმრებენ ციმბირში, ისევ გაიქცევა ფინეთში და 1921-1924 წლებში იქ ცხოვრების შემდეგ 1925 წელს ჩადის თურქეთში. ის დაუკავშირდება თურქული თურქოლოგიის დიდ ფიგურა ფუატ კოპრულუს და ომის დროს ჩართული იქნება ნაციონალისტურ საქმიანობაში. პარტია მუსავატის წევრი, ისტორიკოსი, იურისტი და ჟურნალისტი იყო წარმოშობით ბაქოელი მეჰმეტზადე მირზა-ბალა (1898-1959). 1925 წელს თურქეთში დამკვიდრების შემდეგ ის მონაწილეობდა თურქულენოვანთა ყველა ნაციონალისტურ საქმიანობაში რესულზადეს, ტოგანის, ბატალ-ტაიმას გვერდით. ის ხშირად წერდა წერილებს «პრომეთეში», «კურტულუს დი ბერაიუნგ;ში» ( ბერლინი), «ტურკ იურდუში» (სტამბოლი). მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ იყო სხვადასხვა თურქული ნაციონალისტური პარტიის წევრი და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მიუნხენის «საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტში». აჰლეტ კაფეროგლუ (1894-1975) დაიბადა განჯაში ( აზერბაიჯანი) ლიტერატურას და თურქოლოგიას სწავლობდა კიევში, ბაქოში, სტამბოლში. თურქეთში დამკვიდრების შემდეგ ის გახდა პირველი პლანის სწავლული თურქული ლინგვისტიკის სფეროში. მან გაშალა ნაციონალისტური საქმიანობა მრავალ თურსულენოვან გამოცემაში.
სტამბოლის ყველაზე გამოჩენილი სტუმარია პარტია მუსავატის ხელმძღვანელი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყოფილი მეთაური მეჰმეტ ემინ რესულზადე (მის გვარს ზოგჯ;ერ რასულზადედ წერენ). ის ბოსფორზე ცხოვრობს ხოლმე დრო და დრო ვინაიდან საბჭოთა მთავრობა ზეწოლით ზოგჯერ აღწევს ხოლმე მის გაძევებას. ღასულზადეს უკვე უცხოვრია სტამბოლში 1911 წელს და დაახლოებულია თავის თანამემამულეებთან აჰმეტ აგაოგლუსთან და ალი ჰუსრინზადესთან (ორი ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი ლტოლვილი სტამბოლში ახალგაზრდა-თურქული რევოლუციის დროს, ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ იმდროინდელი თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
რესულზადეს ძალიან ნაყოფიერი კონტაქტები აქვს ქართველ დათიკო; შარაშიძესთანაც ვისთანაც ერთად ის თანამშრომლობს «იენი კავკასიაში». შემდეგ ის სტამბოლში აარსებს «აზერი ტურკ»-ს, რომლის პირველი ნომერიც გამოვიდა 1928 წლის პირველ თებერვალს და «მილლი იოლს» (1929). ისაა სტამბოლის აზერბაიჯანელთა უეჭველი ლიდერი. ამას გარდა ის თანამშრომლობს ტოგანთან, ინანთან, კოპრულუსთან და სხვებთან. შემდეგ ის დამკვიდრდა ვარშავაში (1934) დააარსა «ისტიკლალ» («დამოუკიდებლობა») და შემდეგ «კურტულუს» («განთავისუფლება»).
რესულზადე არაა სტამბოლელ ემიგრანტთა ერთადერთი მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი. ერთმანეთთან 1914 წლიდან დაკავშირებულმა ვ. ტოგანმა და აბდულკადირ ინანმა 1927 წელს დააარსეს «იენი თურქესტან» («ახალი თურქესტანი») რომელიც დიდად იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ხალხებით, მათ შორის არამაჰმადიანებითაც. მან თავის მკითხველებს გააცნო მოძრაობის სხვა ჟურნალებიც, როგორც ამას პარიზში აკეთებდა «პრომეთე» და როგორც ბერლინში ამას გააკეთებს «ისტიკლალ». 1929 წლის ივნისის IX-X ნომერში მან ორ გვერდზე გადმოსცა თუ როგორ იქნა აღნიშნული სტამბოლში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლისთავი. თურქესტანელებსა და აზერბაიჯანელებს შორის არ არსებობს არავითარი სექტარიზმი. კავშირი პარიზელ ემიგრანტებთან აშკარაა იმიტომ რომ პირველივე ნომერიდან ჟურნალი აქვეყნებს მ.ჩოკაის წერილს «თურქესტანის საკითხი».
ბაქოდან პირდაპირ სტამბოლში გადასახლებული აჰმედ კაფეროგლუ მეცნიერულ კარიერას მისდევს 1925 წლიდან. გამოჩენილი თუროლოგი, ის დაკავშირებულია გერმანელ სწავლულებთან.1925 წელს მან ბრესლაუში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. «აზერბაჯან იურტ ბიგლისის» გამოცემისას ის არის სტამბოლის ლიტერატურის ფაკულტეტის ასისტენტი. სარედაქციო კომიტეტის წევრები არიან იმდროინდელი თურქოლოგიის მეტრი ფუატ კოპრულუ და ტოგანი და ინანი. რედაქტორებს შორის ჩანან ყაზანის თათრები ბატალ-ტაიმა და იშაკი, ყირიმელი თათრები კაფერ სეიდაჰმეტ, აბდულაჰოგლუ ხასან და აზერბაიჯანელი რესულ ზადე. აავტორების ეს ჩამონათვალი მოწმობს იმაზე რომ ჟურნალი არაა დაინტერესებული მარტო აზერბაიჯანით: ასე მაგალითად 1933 წლის აპრილის მე-16 ნომერი მთლიანად ეძღვნება ყირიმელ ინტელექტუალ გასპრინსკის. ამავე ნომრის ერთი წერილი ეძღვნება აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ბრძოლას. ამ წერილს ხელს აწერს არა აზერბაიჯანელი არამედ თურქესტანელი. ამდენია თურქული ცნობიერებისა და ღია თურქთაშორისი (ალბათ უფრო თურქმანთაშორისი, მთარგმნელი) სოლიდარობის ნიშანი.
ამას გარდა სტამბოლში იყო სულ მცირე ერთი საზოგადოება რომელიც ცდილობდა თურქთაშორისი პუბლიკაციებისა და სოლიდარობის ორგანიზებას, თურანული პუბლიკაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაცია რომლის თავმ;ჯდომარეც იყო მუჰარემ ფეიზი ტოგაი. მას როგორც ჩანს უნდა ჰქონოდა პანთურქული ჩანაფიქრები (ისაა ავტორი ნაშრომისა «თურქული სამყარო») და სწორედ მისმა ასოციაციამ აღნიშნა სტამბოლში თურქული რესპუბლიკის ათი წლისთავი და ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ვოლგის, ყირიმის თათრები, თურქესტანელები, აზერბაიჯანელები და ჩრდილო კავკასიელები.
თურქულენოვან ემიგრანტთა ხანგრძლივ, შეიძლება საბოლოო ყოფნა სტამბოლში მათი ჟურნალებისა და ერმოღვაწეების მეშვეობით ახდენდა გავლენას თურქეთის ისტორიულ და პოლიტიკურ კულტურაზე. ზოგმა ამ პიროვნებამ თავისი მაღალი კულტურული დონის წყალობით მიიღო მაღალი თანამდებობები. არ დავივიწყოთ რომ ესაა თურქული ეროვნული კულტურის შექმნის დრო: 1931-1932 წლებში ჩატარდა «ისტორიის რეფორმები» რომლებიც ხასიათდება თურქეთის სასკოლო პროგრამებში თურქთა აზიური წარსულის შესწავლის შეტანით და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს შორის არიან იუსუფ აკსურა და სადრი მაკსუდი (არსალ). ქემალისტების მიერ შექმნილი ისტორიული კვლევების თურქული საზოგადოების წევრებს შორის არიან აკსურა, არსალ გალიოგლუ. 1932 წლის ივლისში ჩატარებული თურქული ისტორიის კონგრესში ამავე პირებთან ერთად მონაწილეობენ კაფეროგლუ, ტოგანი და, რა თქმა უნდა, კოპრულუ. ამ კონგრესს, სხვათა შორის, თავმჯდომარეობდა იუსუფ აკსურა. ასე მოხდა რომ რუსეთიდან ემიგრირებულნი ახალი კულტურული მეობის შექმნის გადამწყვეტ პროცესში ისევ ახდენდნენ გავლენას თურქულ ცნობიერებაზე.
თურქეთთან, ოფიციალურ თურქეთთანაც დამყარებული ეს მჭიდრო კავშირები არის მიზეზი იმისა რომ რესულზადე მუდამ აცხადებდა თავის ერთგულებას მუსტაფა ქემალისადმი. განსაკუთრებით «პრომეთეში» ის მუდამ იცავდა თურქეთის რეჟიმს. რუსეთიდან თუ საბჭოთა კავშირიდან თურქეთში ჩასული ემიგრანტები არ აკრიტიკებდნენ ღიად თურქეთის მთავრობის პოლიტიკას მაშინაც კი როდესაც ეს პოლიტიკა მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყო და «აზერბაიჯან იურტ ბიგლისის» და «ისტიკლალის» რედაქტორებს მუდამ აინტერესებთ თუ რა ხდება თურქეთში ისტორიოგრაფიისა და ლინგვისტიკის სფეროებში (გაგრძელება იქნება).
(გაგრძელება იქნება).
ReplyDelete